Ideum-ის უახლესი მულტიტაჩ-მაგიდა MT55 HD საკმაოდ ტექნოლოგიურად და მონოლითურად გამოიყურება. იგი მუზეუმებში, გალერეებში, სასწავლო დაწესებულებებსა და სხვა მსგავს ადგილებში გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. ასეთ მკაცრ პირობებში მუშაობისთვის, რომლის დროსაც მრავალი ადამიანი მისით სარგებლობს, კონსტრუქციაში ალუმინი და ლითონია გამოყენებული, ხოლო 55-დიუმიანი Full HD-ეკრანი შუქდიოდიანი მინათებით გაძლიერებული გამოწრთობილი შუშითაა დაფარული. იმ შემთხვევაშიც კი თუ რამოდენიმე ადამიანი ერთდროულად “დაატყდება თავს” – ასეთი რამ კი 32 ერთდროული დაჭერის მხარდაჭერის გათვალისწინებით სავსებით შესაძლებელია – მაგიდა “ზეწოლას” გაუძლებს.
Tag Archive: HDMI
აპრ 13
ემოციური რობოტი-კომპიუტერი REETI
რობოტოტექნიკის სამყაროში სილიკონის კანს მანქანის მონსტრადElfoid P1, ან მისი სიმპათიურ არსებად ქცევა შეუძლია, როგორც მექანიზმის REETI შემთხვევაშია, რომელიც ფრანგული კომპანიის Robopec ინჟინრებმა შექმნეს. ეს მანქანა ერთდროულად კომპიუტერიცაა და ტელედასწრების რობოტიც, რომელიც ანხორციელებს თვალებით (ვებ-კამერები) გადაღებული ვიდეოს ტრანსლაციას, აგრეთვე რეაგირებს შეხებაზე და საკუთარ ემოციებს მიმიკის მსგავსი “რაღაცით” გამოხატავს.
თებ 10
მოხდენილი 23″ Full HD-მონიტორი Packard Bell Maestro 230 LED
კომპანიის Packard Bell პროდუქციის ასორტიმენტში ფართოფორმატიანი 23-დიუმიანი თხევადკრისტალური დისპლეი Maestro 230 LED გამოჩნდა, რომელიც ძალიან ეფექტური ასიმეტრიული დიზაინით გამოირჩევა.