ტაივანურმა კომპანიამ HTC უკვე გადააბიჯა ზღვარს, რომელიც ოდესღაც დიდი გვეჩვენებოდა, ახლა კი საზოგადოდ მიღებული გახდა, 4,3-დიუმიანი ეკრანი. იგი გამოსაშვეად ახალ სმარტფონს ამზდებს, რომლის კოდური სახელია Holiday და რომელსაც 4,5-დიუმიანი დისპლეი გარჩევადობით 960×540 — Full HD-ის მეოთხედი — ექნება.
საიტიდან Pocketnow აღებულ გამოსახულებაზე აღბეჭდილია მოდელი ამერიკული ოპერატორისთვის AT&T. როგორც ვხედავთ, სმარტფონს ლაკონური დიზაინი და უზარმაზარი ეკრანი აქვს.
სხვა სპეციფიკაციებიდან ცნობილია, რომ ტელეფონი ორბირთვიან ჩიპზე Qualcomm MSM8660 სიხშირით 1,2 გჰც იქნება დაფუძნებული, ექნება 1 გბაიტი ოპერატიული მეხსიერება და 8-მპ კამერა, აგრეთვე სმარტფონებისთვის Android Gingerbread 2.3.4 პროგრამული პლატფორმის უკანასკნელი ვერსია.
მხოლოდ ისღა დაგვრჩენია იმედი ვიქონით, რომ სახელი Holiday ამ მძლავრი აპარატის ზამთრის დღესასწაულებზე გამოშვების გეგმებზე არ მიუთითებს.
წყარო: engadget.com