loading...

Tag Archive: iCharg

ოქტ 24

დოკ-სადგური iCharge iPhone-თვის და ფარული კამერა

არიან ადამიანები, რომლებიც არავის ენდობიან, მათაც კი, ვინც მათთან ერთად ცხოვრობს. ნდობა და უნდობლობა გამართლებული და დადასტურებული უნდა იყოს ფაქტებით. და თუ კი ვინმე თვლის, რომ მისი არყოფნისას რაღაც ისე არ ხდება მის iPhone-ზე, როგორც საჭიროა, ახლა ამის დაფიქსირება კამერაზეა შესაძლებელი, იგი პირდაპირ დოკ-სადგურშია ჩაშენებული.

დამტენი სადგური iCharge ნებისმიერ სხვას ჰგავს, მხოლოდ მის კორპუსში CCD-კამერაა 450 TVL Color. იგი მოძრაობის მრიცხველითაა აღჭურვილი და ჩაწერა მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც დოკ-სადგურის გვერდით ვინმე იქნება. ტელეფონის მფლობელს ზუსტად ეცოდინება, მოკიდეს თუ არა ხელი iPhone მისი არყოფნისას, ხოლო კომპლექტში არსებული 4 გბაიტიანი მეხსიერება (კარტა SD) დიდ ხანს ეყოფა, მით უფრო, რომ მისი გაფართოებაც შეიძლება 32 გბაიტამდე. უბრალო და სასარგებლო სათამაშოა, მაგრამ მხოლოდ მათ გამოადგებათ, ვისაც ძალიან, ძალიან ეშინია თავისი ძვირფასი iPhone ან iPad-ის ბედის გამო, რადგანაც ჯაშუშური დოკ-სადგურის iCharge ღირებულება 395 აშშ დოლარია. Read the rest of this entry »