loading...

Tag Archive: ID

ივნ 15

სტუდენტური ფასდაკლების ბარათი – ”გაიმარტივე ცხოვრება’

საქართველოს  პრეზიდენტის ინიციატივით,  უკვე 2012 წლიდან, ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს  შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სტუდენტური ფასდაკლების ბარათით. ბარათის კონცეფცია საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ოზურგეთის იუსტიციის სახლში შეკრებილ სტუდენტებს გააცნო. Read the rest of this entry »

იან 29

წმიდა სინოდის გადაწყვეტილება ID ბარათებთან დაკავშირებით ცნობილია

ID წმიდა სინოდმა ID ბარათებთან დაკავშირებით 2011 წლის 20 დეკემბერს იმსჯელა და განაჩინა: საკითხის შესასწავლად შექმნილიყო კომისია ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბასა (გიგიბერია) და რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტის იოანეს (გამრეკელი) შემადგენლობით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეუფე იობმა(ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი) მრევლს ქადაგებით მიმართა: “წმიდა სინოდის სხდომაზე ვიმსჯელეთ ახალი პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით. მღვდელთავართა შორის განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, მივმართოთ მთავრობას, შეიქმნას ალტერნატიული საბუთები, რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666. ეს არის ღვთის დიდი წყალობა, მადლობა უფალს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. მისი უწმიდესობა დათანხმდა ამ წინადადებას და ახლა მზადდება ტექსტი, რომლითაც უნდა მივმართოთ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ 95% მართლმადიდებელი ქრისტიანის აზრი, რათა ჩვენ მოგვეცეს არჩევანის უფლება და არა იძულებით თავს მოგვახვიონ ელექტრონული ბარათები და ასე იცხოვროს ქართველმა ერმა. Read the rest of this entry »

ოქტ 26

ID ბარათი ახალი სერვისი თუ ადამიანის ტოტალური კონტროლი?!

ID ბარათი ახალი სერვისი თუ ადამიანის ტოტალური კონტროლი?!“პიროვნების საიდენტიფიკაციო რეგისტრაცია სხვა გზითაც არის შესაძლებელი და ჩვენს ქვეყანას ელექტრონული ბარათი არ სჭირდება” – განაცხადა ინგლისის პრემიერ-მინისტრმა დევიდ ქემერონმა და თავის ქვეყანაში ID ბარათებზე კანონპროექტი გააუქმა…

საქართველოში ელექტრონული ბარათზე გადასვლა ბათუმში გრანდიოზული კონცერტით აღინიშნა და ცენტრალური ტელევიზიების საშუალებით მის განსაკუთრებულ თვისებებს კარგა ხანს აპიარებდნენ; ID  ბარათზე უამრავი ინფორმაციაა დატანილი, მათ შორის – მოქალაქის მისამართი და თუ ადამიანი საცხოვრებელ მისამართს შეიცვლის, მას ID ბარათის გამოცვლა არ მოუწევს… გარდა ამისა, ელექტრონული ბარათი გამოიყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო, საბანკო პლასტიკური, დაზღვევის, სტუდენტური, სამსახურებრივი და დაგროვებითი ბარათის ნაცვლად.

იუსტიციის სახლის ვებგვერდზე უკვე მოქმედებს სპეციალური ველი, სადაც მოქალაქემ უნდა მიუთითოს თავისი ბარათის სერიული ნომერი და მისი მისამართი და სხვა პერსონალური მონაცემი ეკრანზე მყისიერად გამოჩნდება. ამ საბუთით შესაძლებელია, პიროვნების იდენტიფიკაცია დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით. ძველი პირადობის მოწმობის ახალი, ელექტრონული მოწმობით შეცვლა მხოლოდ იმ შეთხვევაშია აუცილებელი, თუ ძველს ვადა გაუვიდა, დაზიანდა, დაკარგეთ, ან მფლობელის სურვილით საკუთარი სახელისა და გვარის შეცვლა მოხდა.  Read the rest of this entry »

სექ 28

უნივერსალური ID ბარათი, ძველი პირადობის მოწმობის ნაცვლად

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განცხადებით, დღეიდან, 2011 წლის პირველი აგვისტოდან, საქართველოში ახალი თაობის პირადობის მოწმობების, ID ბარათების გაცემა იწყება. ამასთან დაკავშირებით, ბათუმის იუსტიციის სახლში, ოფიციალური პირების მონაწილეობით, ღონისძიება მოეწყობა, რომელსაც ნინო ქათამაძის კონცერტიც მიეძღვნება. ახალი თაობის პირადობის მოწმობის ღირებულება 30 ლარი იქნება, ხოლო სოციალურად დაუცველ პირებზე, შეღავათები გავრცელდება. Read the rest of this entry »