loading...

Tag Archive: Ipad 2

მაი 20

Apple iPad 2: წინასწარი მიმოხილვა

სულ რამდენიმე საათში ამერიკაში დაიწყება iPad 2-ის გაყიდვა. მოწყობილობა სულ რაღაც ერთი კვირის წინ წარმოადგინა თავად სტივ ჯობსმა.
როგორც მან აღნიშნა, ყველამ ძალიან ბევრი იმუშავა, რათა პლანშეტის მეორე თაობა გამოსულიყო ღირსეული და მას უბრალოდ არ სურდა ამ მოვლენის გამოტოვება. მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ ის გავიდა უვადო შვებულებაში, ჯანმრთელობის გაუარესების გამო. უნდა ითქვას, რომ ანონსი შოკისმომრგველი აღმოჩნდა Apple-ის პირდაპირი კონკურენტებისთვის, და მათ შორის, Samsung-ისათვის, რომლებიც განცვიფრებულნი დარჩნენ მოწყობილობის სისქით, წონით და მით უმეტეს, ფასით. მაგრამ, მოდით, დავიწყოთ თავიდან და მივყვეთ ნელ-ნელა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხანდახან Apple-იც, რომლის თანამშრომლები არიან სრული რეკორდსმენები საიდუმლოებების გაუმჟღავნებლობის ხელშეკრულებების ხელმოწერებით, ვერ ახერხებს თავისი მოწყობილობების შენახვას ოფიციალურ ანონსამდე. iPad 2-მა ფაქტობრივად გაიმეორა iPhone 4-ის ბედი, და მასზე წინასწარ ცნობილი იყო ყველაფერი. ერთადერთი სხვაობა გახლდათ ის, რომ ამჯერად ის არავის არ დაავიწყდა ბარში, და Gizmodo-ს რედაქტორს ის არ გამოუსყიდია. Read the rest of this entry »