loading...

Tag Archive: iPhone

ოქტ 24

დოკ-სადგური iCharge iPhone-თვის და ფარული კამერა

არიან ადამიანები, რომლებიც არავის ენდობიან, მათაც კი, ვინც მათთან ერთად ცხოვრობს. ნდობა და უნდობლობა გამართლებული და დადასტურებული უნდა იყოს ფაქტებით. და თუ კი ვინმე თვლის, რომ მისი არყოფნისას რაღაც ისე არ ხდება მის iPhone-ზე, როგორც საჭიროა, ახლა ამის დაფიქსირება კამერაზეა შესაძლებელი, იგი პირდაპირ დოკ-სადგურშია ჩაშენებული.

დამტენი სადგური iCharge ნებისმიერ სხვას ჰგავს, მხოლოდ მის კორპუსში CCD-კამერაა 450 TVL Color. იგი მოძრაობის მრიცხველითაა აღჭურვილი და ჩაწერა მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც დოკ-სადგურის გვერდით ვინმე იქნება. ტელეფონის მფლობელს ზუსტად ეცოდინება, მოკიდეს თუ არა ხელი iPhone მისი არყოფნისას, ხოლო კომპლექტში არსებული 4 გბაიტიანი მეხსიერება (კარტა SD) დიდ ხანს ეყოფა, მით უფრო, რომ მისი გაფართოებაც შეიძლება 32 გბაიტამდე. უბრალო და სასარგებლო სათამაშოა, მაგრამ მხოლოდ მათ გამოადგებათ, ვისაც ძალიან, ძალიან ეშინია თავისი ძვირფასი iPhone ან iPad-ის ბედის გამო, რადგანაც ჯაშუშური დოკ-სადგურის iCharge ღირებულება 395 აშშ დოლარია. Read the rest of this entry »

ივნ 08

HTC Desire HD: ახალი Android ფლაგმანი

ორიგინალური HTC Desire ყველაფრით კარგი გახლდათ, მაგრამ გარკვეული პარამეტრებით ფლაგმანის წოდებამდე მაინც ვერ აღწევდა: მეხსიერების სიმცირე, 5-მეგაპიქსელიანი კამერა, ეკრანი, რომელსაც დიდს ვერ უწოდებ და ა.შ. გამოჩენის მომენტში ის სავსებით კონკურენტუნარიანი იყო, მაგრამ ამჟამად მხოლოდ საშუალო კლასის სმარტფონებს თუ შეეჭიდება. სამოდელო ხაზის ახალ ფლაგმანად კი გადაიქცა HTC Desire HD, რომელიც ბაზარზე გამოჩნდა HTC Desire Z-სთან ერთად. Desire Z-სა და Desire HD-ის შორის არც ისე ბევრი განსხვავებაა, მაგრამ ისინი უზრუნველყოფენ უკანასკნელის ფლაგმანურ პოზიციას და აძლევენ მას გაცილებით უფრო დიდ პერსპექტივებს ბაზარზე. კონკურენტები HTC Desire-ის დღეისათვის მხოლოდ ორი აქვს: Apple iPhone 4 და Samsung Galaxy S. და შეიძლება კიდევ – Nokia N8. უახლოეს მომავალში კი მათ რიცხვს შეემატება LG Optimus 2X და Sony Ericsson Xperia Arc.  Read the rest of this entry »

მაი 09

iPhone საკუთარ მფლობელს გულის რითმის მიხედვით ამოიცნობს


:wink: Read the rest of this entry »