loading...

Tag Archive: Jane Eyre

სექ 23

ჯეინ ეარი – წიგნი რომელიც სანამ ცოცხალი ხარ უნდა წაიკითხო

ჯეინ ეარი“ (ინგლ. Jane Eyre) დაწერილია შარლოტ ბრონტეს (Charlotte Brontë) მიერ. პირველად გამოქვეყნდა 1847 წელსლონდონში. წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ინგლისურ რომანს. თავიდან ბრონტემ მას ასე უწოდა: ჯეინ ეარი: ავტობიოგრაფია, რომელიც მან კურერ ბელის (Currer Bell) ფსევდონიმით გამოსცა. ეს ავტორისათვის უცაბედი წარმატება აღმოჩნდა. რომანის მეორე გამოცემა შარლოტმა ინგლისელ ნოველისტს, ვილიამ მეიკპის ტეკერეის (William Makepeace Thackeray) მიუძღვნა. ”ჯეინ ეარის” პერსონაჟ მისტერ როჩესტერის მსგავსად უილიამ თეკერეისაც ჰყავდა ჭკუიდან შეშლილი ცოლი, რომელმაც დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მორჩენით ვეღარ მორჩა. თეკერეის შარლოტა ბრონტე ყოველთვის თავის მასწავლებლად თვლიდა, იქნებ, რაღაც სიმპათიებიც ჰქონდა მის მიმართ. თუმცა, ბრონტე 1854 წელს ცოლად გაჰყვა მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს, 1855 წელს კი გარდაიცვალა.

 

“ჯეინ ეარის” მხატვრულობა.

როდესაც წერილი შარლოტა ბრონტეს მივწერე, მე მაშინ ვთქვი, რომ “ჯეინ ეარის” მიმართ ძალზე სუბიექტური ვიქნებოდი. წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ჯეინი ისედაც ჩემი ერთ–ერთი საყვარელი წიგნი გახდებოდა.რამდენიმე მომენტი, განსაკუთრებულად მძაფრი და მძიმე იყო განსაცდელად. ჯეინის საუკეთესო მეგობრის, ელენისსიკვდილის წინა სიტყვები, როდესაც ჯეინთან ჩახუტებული ჩურჩულით ამბობს: “მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ ახლა, ჯეინ; როდესაც ჩემს სიკვდილს შეიტყობ, ნუ აღელდები და ნურც იჯავრებ, სამწუხარო არაფერია. ჩვენ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. ერთ მშვენიერ დღეს ყველანი დავიხოცებით. ავადმყოფობა კი, რომელიც მე შემხვდა, არც ისე მტკივნეულია… ახალგაზრდა ვკვდები და ამქვეყნიურ მრავალ ტანჯვა–წამებას ავიცილებ თავიდან…” როგორი მოსასმენია ეს სიტყვები ამ ასაკის გოგონასგან, ელენისნაირიები აღარ იბადებიან… Read the rest of this entry »