loading...

Tag Archive: lcd

თებ 06

«ჭკვიანი» ნაგვის ყუთები ლონდონში

ოლიმპიური თამაშების მოლოდინში, რომლებიც ამ ზაფხულზე ლონდონში გაიმართება, ხელისუფლება მრავალ პროექტს ახორციელებს, რომლებმაც ხაზი უნდა გაუსვან, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი — ნამდვილად თანამედროვეა. ასე  გამოჩნდა მის ქუჩებში «ჭკვიანი» ნაგვის ბაკები დიდფორმატიანი თხევადკრისტალური ეკრანებით.

იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ნახევარი წლის წინათ ინგლისის უმსხვილეს ქალაქებში მასობრივი არეულობების ტალღამ იფეთქა, მუნიციპალიტეტმა ამ ნაგვის ბაკების გამაგრების შესახებ  გადაწყვეტილება მიიღო. მეტიც, მათ მცირე ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციას შეუძლიათ გაუძლონ. ხოლო თითოეული მათგანის კორპუსზე ორ-ორი LCD-პანელია განთავსებული. ეკრანზე გამოდის სხვადასხვაგვარი აქტუალური ინფორმაცია, ლონდონის ბირჟიდან მონაცემების და The Economist-ის ახალი ამბების ჩათვლით.

რადგანაც ეკრანზე მხოლოდ აქტუალური ინფორმაცია გამოდის, რომელიც მუდმივად უნდა განახლდეს, ინტერნეტთან მიერთება გახდა აუცილებელი, ეს მოდულის Wi-Fi დახმარებითაა რეალიზებული. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ პერსპექტივაში «ჭკვიანი» ნაგვის ბაკები მოქალაქეებისთვის ინტერნეტში წვდომის წერტილების ფუნქციასაც შეასრულებენ. ამ დროისათვის ლონდონში 25 ასეთი სისტემაა დამონტაჟებული, თითოეული მათგანი ქალაქს 30 ათასი ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით $47 ათასი.) დაუჯდა, ოლიმპიადის დაწყებამდე კიდევ 75 ერთეულის დამონტაჟება იგეგმება. პროექტი გრძელვადიანია, კონტრაქტორებთან ხელშეკრულება 21 წლითაა გაფორმებული. «ჭკვიანი» ნაგვის ბაკებისადმი ინტერესი სხვა დიდი ქალაქების ხელისუფლებამაც გამოავლინა, მომავალში ასეთი სისტემები შეიძლება გამოჩნდეს ნიუ-იორკში, ტოკიოსა და სინგაპურში. Read the rest of this entry »

იან 22

Hot Wheels Video Racer რბოლების ჩანაწერით

კომპანიის Mattel ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათამაშოების სერიაა მანქანები Hot Wheels. 1968 წლიდან, როდესაც ეს სერია ბაზარზე გამოჩნდა, მანქანები რა თქმა უნდა, იცვლებოდნენ, თუმცა ახლა Mattel-ში იმაზეც დაფიქრდნენ, როგორ შეიძლება სერიის მოდერნიზება. შესაძლოა, ელექტრონული კომპონენტების გამოყენებითაც კი. გადაწყვეტა კი ახალი მოდელის Video Racer სახით მოვიდა. Read the rest of this entry »

აპრ 29

LG-ს ყველაზე ნათელი 3D LCD ეკრანი

LG

იმ დროს როდესაც პატარა მწარმობელი კომპანიები პირველი 3D TV-ების შექმნას ცდილობენ, LG ტალღასავით დაატყდა თავს და ყველა მიწასთან გაასწორა თავისი ნათელი, სამგანზომილებიანი TV ეკრანით. 23- ინჩიანი LCD დისპლეი უზრუნველყოფს სრულ HD ხარისხს – 1080p (1920 × 1080). Read the rest of this entry »