loading...

Tag Archive: Mercedes-Benz

იან 06

ძრავის ტიპები


XX საუკუნის დასაწყისში უამრავი კონსტრუქტორული აზრი არსებობდა, რომელთა განხორციელებაც უმეტეს შემთხვევაში პრობლემას არ წამორადგენდა. შედეგად ძალიან ხშირად შეხდვებოდით ავტომობილს 10 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელსაც შესაძლოა 1 ცილინდრი ან სულაც მწკრივში განლაგებული 8 ცილინდრიანი ძრავი ჰქონოდა. ეს ის პერიოდია როდესაც ძრავი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერულ გამოგონებად ითვლება, რომელსაც სხვა და სხვა პრობლემა გააჩნდა. მაგალითად დახვეწილი, უფრო მძლავრი, მაღალი ბრუნის ძრავებს, მაღალი თვითღირებულება გააჩნდათ, თუმცა დრომ თავისი ქნა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გიგანტური მოცულოვის ძრავები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და 21-ე საუკუნის დასაწყისში მცირე ზომის აგრეგატებმა ჩაანაცვლეს. დღეს-დღეობით ძრავის საშუალო კუბური მოცულობა 3 ლიტრიდან 6 ლიტრამდეა. ასეთი ძრავების სიმძლავრე დღეს სხვა და სხვაა, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა საწვავის ტიპს ენიჭება, რადგან დიზელის უტურბინო ძრავს დღეს, ლიტრ მოცულობაზე საშუალოდ 50 ცხენისძალა გააჩნია, ბენზინის ასევე უტურბინო ძრავს კი 80-100 ცხენისძალა აქვს თითო ლიტრ მოცულობაზე.
Read the rest of this entry »

ოქტ 19

Audi S7 Sportback 2012

ეს გახლავთ Audi S7 Sportback, Audi A7 8 ცილინდრიანი ძრავით რომელიც უყენია Audi S6-საც, 4.0 TFSI ლიტრი მოცულობის 8 ცილინდრიანი ძრავი რომელიც გამოიმუშავებს 420 ცხენის ძალას და 550 ნიუტონ მეტრს, ძრავი გადაბმული იქნება 7 სიჩქარიან S Tronic გადაცემათა კოლოფზე, ავტომობილი 100 კმ/სთს ანვითარებს 4.9 წამში მაქსიმალური სიჩქარე ელექტრონულად აქვს ლიმიტირებული რაღათქმა უნდა 250კმ/სთზე. ავტომობილი 100კმზე მოიხმარს 9.7 ლიტრ ბენზინს. Read the rest of this entry »