სხვადასხვა მწარმოებელი პიკოპროექტორებს უკვე არა ერთი წელია უშვებს, ეს სეგმენტი თანდათანობით ვითარდება, თუმცა ნამდვილად პოპულარული ეს მოწყობილობები ჯერ არ არიან. ერთის მხრივ, მწარმოებლებს ეს არ ახარებთ, მეორეს მხრივ კი, მათ ექსპერიმენტების კეთების უფლება შეიძლება მისცენ საკუთარ თავს, რადგანაც ზარალის შემთხვევაში საუბარი შედარებით მცირე თანხებზეა
Tag Archive: microSD
იან 22
CES-ის კვალდაკვალ: Rydeen-ის უჩვეულო Android-მოწყობილობები ავტომობილებისთვის
გამოფენა CES უკვე დასრულებულია, მაგრამ ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ წერას მასზე წარმოდგენილი საინტერესო პროდუქტების შესახებ, რადგანაც აქამდე ყურადღება უფრო მთავარ და მნიშვნელოვან ანონსებს ეთმობოდა. ამასთან, მთელმა რიგმა ნაკლებად ცნობილმა კომპანიამ აგრეთვე წარადგინეს საკუთარი ყურადსაღები ნამუშევრები. ერთ-ერთი მათგანია კომპანია Rydeen, რომელმაც CES-ზე ავტომობილებისთვის განკუთვნილი ორი პროდუქტი წარმოადგინა Android-ის ბაზაზე.
ოქტ 26
ხელის სენსორული ტელეფონი Void
მობილური ელექტრონიკის ჩინელი მწარმოებლები არც ისეთი დილეტანტები არიან, როგორც შეიძლება ერთის შეხედვით მოგვეჩვენოს. მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხი, არც ისე სწრაფად, მაგრამ იზრდება, ხოლო არასტანდარტული გაჯეტების ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ უმსხვილეს მწარმოებელსაც კი შეშურდება. მსოფლიო ბრენდებისთვის ხელის საათის ფორმის მქონე მობილური ტელეფონის გამოშვება ნამდვილი მოვლენაა მაშინ, როდესაც ჩინელები მათ უკვე დიდი ხანია წარმატებულად უშვებენ. მორიგი ასეთი პროდუქტია ახალი საათფონი Void.
მინი-ტელეფონი ოთხ დიაპაზონში GSM (850/900/1800/1900 მჰც) მუშაობს და 1,8-დიუმიანი სენსორული დისპლეი აქვს გარჩევადობით 160×128 წერტილი. მწარმოებელი ამტკიცებს, რომ ასეთ ეკრანზე არა მარტო ტელეფონის მენიუსთან გამკლავება, არამედ ფოტოსა და ვიდეოს ხილვა და SMS-შეტყობინებების აკრეფაც შეიძლება. მულტიმედიურ ფუნქციებში შედის ფლეერი MP3, MP4 და AVI-ს მხარდაჭერით, გამოისახება ფოტო ფორმატში JPG და TXT ფაილებიც კი.
ივნ 24
Sony Ericsson Xperia ray — Xperia Arc-ის გამარტივებული ვერსია
კომპანიამ Sony Ericsson სინგაპურში გამართული გამოფენით CommunicAsia 2011 ისარგებლა იმისთვის, რათა სმარტფონები წარმოედგინა, ახალი მოდელის Xperia ray ჩათვლით, რომელიც ქსელში უკვე გამოჩნდა კოდური სახელით Urushi.
როგორც აქამდე იყო ცნობილი, სიახლე ფლაგმანი მოდელის Xperia Arc გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს, რაც გაცილებით დემოკრატიულ ფასზე იმედებს გვაძლევს.
სმარტფონი Xperia ray თხელი კორპუსის მქონე მონობლოკია, რომელიც ალუმინის სარტყელითაა შემოსაზღვრული და როგორც პრეს-რელიზში ამბობენ, «Sony Ericsson-ის საფირმო დიზაინის მშვენიერი ნიმუშია».
Xperia ray-ს სპეციფიკაციები, რომელიც ოპერაციული სისტემით Android 2.3 Gingerbread მართვით მუშაობს, ნაფხაჭნებისგან დაცული მდგრადი შუშა 3,3” სენსორული მოცულობითი ეკრანი Reality Display გარჩევადობით 854х480 წერტილი, რომელიც მხარს უჭერს მულტიტაჩს და საფირმო ტექნოლოგიას Mobile BRAVIA Engine, 8.1-მპ კამერა ავტოფოკუსით, ვსპიშკით, HD-ვიდეოს (720p) მხარდაჭერით და ჯეოთაჯინგით, ფრონტალური VGA-კამერა ვიდეოტელეფონიისთვის, 320 მბაიტამდე ჩაშენებული მეხსიერება და მეხსიერების კარტების სლოტი microSD ტევადობით 32 გბაიტამდე (4 გბაიტი კარტა კომპლექტში) შედის. 1500 მილიამპერი საათში ტევადობის ელემენტის წყალობით, Xperia ray-ს ავტონომიურ რეჟიმში საუბრისას 7 საათამდე და 430-440 საათი — მოლოდინის რეჟიმში შეუძლია მუშაობა. იგი საკმარისია 36 საათის მანძილზე მუსიკალური ტრეკების მოსასმენად ან თითქმის 7 საათი ვიდეორგოლების საყურებლად.
თებ 28
HTC Eerie HD3: სამი ოპერაციული სისტემის მქონე სმარტფონის კონცეპტი
ისე მოხდა, რომ კომპანიის HTC ყველაზე საინტერესო და სასურველი პროდუქტებს სახელში აქვთ ასოები HD. ყოველთვის ეს ინდექსი მწარმოებლისთვის მცირე, ხანდახან კი მნიშვნელოვან გარღვევას ნიშნავს; ამ მარკის თაყვანისმცემლებისთვის მხოლოდ ერთი მოდელი HD7 უქმნის უხერხულობას, ისიც იმიტომ, რომ ოპერაციულ სისტემისადმი Windows Phone 7 ჯერჯერობით კიდევ მრავალი პრეტენზია არსებობს. ამიტომ, თავდაპირველ ნუმერაციასთან დაბრუნება და HTC HD3-ის რელიზის დალოდება ნამდვილად ღირს.