loading...

Tag Archive: microsoft

მარ 26

Microsoft სათამაშო შლემს აპატენტებს

მობილური მოწყობილობები, რომლებსაც დღეს ვიცნობთ, მუდმივად არ იარსებებენ. მწარმოებლები ახალ ფორმებსა და შესაძლებლობებს ეძებენ. ასე, სხვადასხვა ინფორმაციით, კომპანია Google ამჟამად ანონსისთვის დამატებითი რეალობის სათვალეების მსგავს რაღაცას ამზადებს. ინფორმაცია იმის შესახებ, რა კუთხით წარმოადგენენ მოწყობილობას, ჯერჯერობით უცნობია, ეს საერთო დანიშნულების გაჯეტი იქნება, როგორც სმარტფონი ან პლანშეტური კომპიუტერი. მსგავს მოწყობილობებზე, ალბათ  Microsoft-იც ამზადებს, თუმცა ისინი უმთავრესად სათამაშო სისტემებისთვისაა განკუთვნილი. Read the rest of this entry »

მარ 04

Microsoft-ს სამი ექსპერიმენტული NUI-ტექნოლოგია

კომპანიამ Microsoft კომპიუტერული ინტერფეისების სფეროში სამი ექსპერიმენტული ნამუშევარი წარმოადგინა, რომლებიც ვიდეოკამერის დახმარებით მომხმარებლის კომპიუტერთან ურთიერთქედებაზეა დაფუძნებული. ანუ, საუბარია სხვადასხვაგვარი გადაწყვეტების ძიებაზე, რომლებიც შესაძლოა მომავალში ამა თუ იმ სახით მზა ნაკეთობებში იქნება გამოყენებული. Read the rest of this entry »

დეკ 15

Microsoft Georgia: ”მოითხოვე ლიცენზირებული Windows 7”

Microsoft-ის საახალწლო აქცია, რომელიც რამდენიმე კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის ქსელს მოიცავს, 1 დეკემბერს დაიწყო. გაზეთი ”ნავიგატორი” აქციის თაობაზე Microsoft Georgia–ს გენერალურ დირექტორს დავით ასათიანს ესაუბრა.
”სპეციალურად ამ აქციისთვის წარმოდგენილია რამდენიმე შემოთავაზება, რომელსაც მაღაზიაში მისული პოტენციური მყიდველი თავად იხილავს. პირველ რიგში, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ”ალტასა” და ”ალგორითმის” მაღაზიებში შეიძინოს პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც უკვე დაყენებულია ლეგალური პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა. გარდა ამისა, აქციის პირობებში მომხმარებელი Windows-ის ოპერაციულ სისტემას ყველაზე დაბალ ფასად შეიძენს. ლეგალური სოფტით აღჭურვილ კომპიუტერებზე მიმაგრებულია ”ვობლერები” და პოსტერები ტექსტით ”მოითხოვე ლიცენზირებული Windows 7” და „Windows 7”. ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს და კონსულტანტი აუხსნის ლეგალური, ლიცენზირებული ”სოფტის” უპირატესობებს,” – აღნიშნავს დავით ასათიანი.  Read the rest of this entry »

ივნ 15

საქართველოში პირატულობის დონე რამდენიმე წელიწადში შემცირდება

საქართველოში პირატულობის შემცირების და ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელების მიზნით მთელი რიგი აქტივობები ხორციელდება.
ეს პროცესი განსაკუთრებით დააჩქარა საქართველოში B.S.A.-ს შემოსვლამ, რომელიც ამ საკითხლის ლეგალურ ასპექტებს განიხილავს. ასევე სამუშაო პროცესში აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა კომპანიები, მათ შორის Microsoft-ის ქართული წარმომადგენლობა. როგორც დავით ასათიანი აცხადებს, სტატისტიკური მაჩვნებელების მიხედვით, თუ რამდენიმე მსხვილი კომპანია მოახდენს პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებას, პირატულობის შემცირების პროცენტული შედეგი უფრო დიდი იქნება. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ მცირე ან საშუალო კომპანიები, პროცენტული მაჩვენებელი, შესაბამისად, ნაკლები იქნება. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ორგანიზაციებმა წინ გადადგან ნაბიჯი განვითარებისკენ და დაეხმარონ ქართულ IT ბაზარს. „კონკრეტული შედეგები სახეზე იქნება რამდენიმე წელიწადში, თუმცა წინსვლა უკვე ნათელია,“ – აცხადებს Microsoft საქართველოს გენერალური მენეჯერი, დავით ასათიანი.

 

მაი 25

Windows 8 2012 წელს გამოვა

ოპერაციული სისტემა Windows 8 2012 წელს გამოვა. ამის შესახებ სტივ ბალმერმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან Windows 8 დაახასიათა როგორ შემდეგი თაობის Windows-სისტემა, ასევე დააკონკრეტა, რომ ოპერაციული სისტემა განკუთვნილია როგორც კომპიუტერებისთვის, ასევე პლანშეტებისთვის. შეგახსენებთ, რომ Windows 7 სამომხმარებლო ბაზარზე 2009 წელს გამოვიდა. მიმდინარე წელს კი Microsoft Windows 7-ის 350 მილიონი ლიცენზიის გაყიდვას გეგმავს. Windows 8-ს შესახებ ინფორმაცია კი 2010 წელს გავრცელდა, როდესაც ინტერნეტ ქსელში ახალი ოპერაციული სისტემის პრეზენტაციის რამდენიმე ფოტო გაჩნდ

მარ 09

გაჟონილი ინფორმაცია Windows 8-ის ფუნქციონალის შესახებ

ცოტა ხნის წინათ ქსელში ოპერაციული სისტემის Windows 8 მორიგი სკრინშოტები გამოჩნდა, რომელიც ნათელს ფენს იმას, თუ როგორი ცვლილებები იქნება (ან შეიძლება იყოს) შეტანილი მის ინტერფეისში. მადლობა უნდა ვუთხრათ იმ პიროვნებას, რომელმაც მაინც გამოაქვეყნა დამუშავების პროცესში მყოფი ოპერაციული სისტემის ეკრანის ნაწილის სურათი, შემქმნელთა ჯგუფის თხოვნის მიუხედავად იმაზე, რომ გაჟონვას ადგილი არ ჰქონოდა. საქმე ის გახლავთ, რომ ქსელში პირველა გამოჩნდა Windows 8-ის ამოცანების პანელის მარცხენა ნაწილი
Read the rest of this entry »

გვერდი 1 (2)12