loading...

Tag Archive: nasa

ნოე 24

იუპიტერის ყინულოვან თანამგზავრში თხევადი წყლის კოლოსალური მარაგი იმალება

სხვა პლანეტებზე სიცოცხლის შესაძლო არსებობის პირობებს შორის აღნიშნულია თხევადი წყლის არსებობა და საკუთარი ვარსკვლავიდან ოპტიმალური დისტანცია. მზის სისტემის გარეთ სიცოცხლის ძიებასთან ერთად მეცნიერები იმ ციური სხეულების კვლევასაც განაგრძობენ, რომლებიც ჩვენთან «ახლოს» არიან. NASA-ს მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ იუპიტერის თანამგზავრი ევროპა ყინულის სქელი ფენის ქვეშ თხევადი წყლის ტბებს მალავს, რომელთაგან ერთ-ერთი ტევადობით ამერიკული უზარმაზარი ტბების ქსელს აღემატება, ხოლო ყინულის ქვევით დიდ სიღრმეზეა ოკეანე, რომელიც დედამიწაზე არსებულ ყველა ოკეანეზე უფრო დიდია. აგრეთვე, მონაცემთა დამუშავების პროცესში, რომელიც დედამიწაზე ზონდმა გალილეომ გადმოგზავნა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რატომაა ციური სხეულის ზედაპირი ქაოტური ფორმის, ანუ უწისრიგოდ ენაცვლებიან ერთმანეთს მთოვანი წარმონაქმნები, ნაპრალები და მდელოები. Read the rest of this entry »

მარ 15

NASA-მ კოსმოსში პირველი ადამიანისმაგვარი რობოტი გაუშვა

25 თებერვალს შატლის Discovery წარმატებული გაშვება შედგა. საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ ხომალდის ბორტზე ისტორიაში პირველი ადამიანის მსგავსი რობოტი-კოსმონავტი – Robonaut 2 – იმყოფება. შემოკლებულად სიახლეს R2 ეწოდება, რამაც ჩვენში “ვარსკვლავური ომების” გმირთან, რობოტ-შემკეთებელთან R2D2 ასოციაცია შეიძლება გამოიწვიოს. თუმცა, სრულფასოვან ანდროიდამდე ეკიპაჟის ახალ წევრს ბევრი უკლია – მას სხეულის ქვედა ნაწილი არ გააჩნია Read the rest of this entry »

დეკ 12

NASA Mars – დღისა და ღამის მონაცვლეობა

შესანიშნავი გადაღება NASA-ს ცენტრისაგან. მარსის ზედაპირზე, რამოდენიმე დღე-ღამეში გადაღებული და დამონტაჟებული ვიდეო მასალა, ძალიან მომხიბლავი და ლამაზი . მთელი ეს კოსმოსის სილამაზე იშლება მარსის ზედაპირიდან. Read the rest of this entry »