loading...

Tag Archive: Nintendo 3D

ივნ 12

Nintendo 3DS: სამი განზომილება სათვალეების გარეშე

დაახლოებით ერთი წლის წინ Nintendo-მ დააანონსა ახალი პორტატიული სათამაშო კონსოლი – Nintendo 3DS, რომელიც აღჭურვილი უნდა ყოფილიყო ახალი პერსპექტიული ტექნოლოგიით – 3D ეკრანით, რომელსაც არ სჭირდება სპეციალური სათვალეები. მთელი წლის განმავლობაში საზოგადოება მოუთმენლად ელოდა სიახლეს და ავრცელებდა ფანტასტიკურ ჭორებს.
ტექნიკური მახასიათებლები: ეკრანები (ორი ცალი) – ზედა 3.53”, 800х240 (400х240 თითო თვალზე), ქვედა – 3.02”, 320х240 (სენსორული); პროცესორი – ARM, PICA200; მეხსიერება – ოპერატიული 128 მბ, მუდმივი – 2 გბ + სლოტი SD ბარათისათვის (2 გბ-იანი ბარათი კომპლექტში); ინტერფეისები – Wi-Fi 802.11 b/g/n, IrDA, მიკროფონი; კამერები (ორი ცალი) – 0.3 მპ, ერთ–ერთი (გარე) 3D სურათების გადაღების მხარდაჭერით; სენსორები – სამღერძოვანი აქსელერომეტრი, სამღერძოვანი გიროსკოპი; მხარდაჭერილი აუდიო ფორმატები – MP3, AAC; აკუმულატორი – ლითიუმ-იონური, 1300 mAh; ზომები – 134 x 74 x 21 მმ; წონა – 230 გრამი. Nintendo 3DS იყიდება საკმაოდ პატარა ყუთში, რომელიც ამის მიუხედავად იწონის კილოგრამ ნახევარს (!) საკუთრივ კონსოლის გარდა კომპლექტში დევს დამტენი, კრედლი (სტაციონარული საყრდენი), ტელესკოპიური სტილუსი, უამრავი პრომო ქაღალდი და უზარმაზარი (500 გვერდზე) ილუსტრირებული სახელმძღვანელო. Read the rest of this entry »