loading...

Tag Archive: Panasonic AG-3DA1

თებ 03

3D გამოსახულება

რა თქმა უნდა, ყველამ იცით, თუ რა არის ნივთის სამ განზომილებაში აღქმა. როდესაც გაქვს ორი თვალი, შეგიძლია მათი მოძრაობით მოახდინო სხვადასხვა მანძილზე მდებარე ამა თუ იმ ობიექტის “ფიქსაცია”, მოახდინო მასზე ფოკუსირება და, ტექნიკური ენით რომ ვთქვათ, მიიღო ინფორმაცია მისი ფარდობითი მანძილის შესახებ. რა თქმა უნდა, სამგანზომილებიანი აღქმა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ არამხოლოდ მანძილი, არამედ ფორმაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
მაშინ, როდესაც არ გაქვს სამგანზომილებიანი ხედვა, საჭირო ხდება სხვადასხვა მინიშნებები იმისთვის, რომ მიხვდე, რასთან გაქვს საქმე. მაგალითად, ეტალონური საზომის მოყვანა გვეხმარება გარემოს ზომის აღქმაში. სურათზე რომ ციყვი არ იყოს, გაგიჭირდებოდათ განგესაზღვრათ, სურათზე კლდე და უზარმაზარი ქვის ფილებია თუ პატარა აგურები და რიყის ქვები… პერსპექტივის ეფექტიც გვეხმარება სიშორის აღსაქმელად, პერსპექტივის კანონების მიხედვით ხომ, რაც უფრო შორსაა ნივთი, მით პატარა ჩანს. როდესაც სურათზე ერთი ობიექტი მეორეს ფარავს, ხვდებით, რომ ის უფრო ახლოსაა, ვიდრე მის მიერ დაფარული… გარდა ამისა, ჩრდილების მეშვეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომ ესა თუ ის სხეული ბრტყელი კი არა, გარკვეული ფორმის მქონეა.  Read the rest of this entry »