loading...

Tag Archive: PlayStation 3

მარ 14

წვრილმანი სიახლეები

რამდენიმე დღეში PSN-ზე გამოვა Killzone 3-ის უფასო მრავალმომხმარებლიანი რეჟიმი. სრული ვერსიისგან ეს რელიზი გამოირჩევა მხოლოდ „ექსპინგის“ მაქსიმალური დონის შეზღუდვით, რომლის მოხსნა შესაძლებელი იქნება $14,99-ად.
Terraria-ს შემქმნელმა ენდრიუ სპინქსმა (Andrew Spinks) განაცხადა, რომ მალე შეწყვეტს პროექტის განვითარებას, რადგან აპირებს მეტი ყურადღება დაუთმოს ოჯახს. დაობლებული თამაშის შეფარების სურვილი გამოთქვეს Dungeons of Dredmor-ის ავტორებმა.
***
Electronic Arts-მა, რომელმაც 2010 წელს შეწყვიტა თავისი საკალათბურთო სერია, დაადასტურა NBA Live 13-ის წარმოების ფაქტი.
***
Capcom-მა გამოაცხადა, რომ Resident Evil: Operation Raccoon City პერსონალურ კომპიუტერებამდე მხოლოდ 18 მაისს მიაღწევს. რელიზი Xbox 360 და PlayStation 3 კონსოლებზე დანიშნულია 20 მარტს.  Read the rest of this entry »