loading...

Tag Archive: PlayStation Move

მაი 19

PlayStation Move: ითამაშე მოძრაობაში

სანამ გადავალთ უშუალოდ მოწყობილობის განხილვაზე, გადავხედოთ ისტორიას. სხვათაშორის არცთუ ისე შორეულს: სულ რაღაც ხუთი წლის წინ Nintendo-მ გამოუშვა კონსოლი Wii, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი სათამაშო ინდუსტრია. კონტროლერი Wii Remote (მოფერებით Wiimote) იძლეოდა თამაშში ჩაღრმავების აქამდე უპრეცენდენტო საშუალებას და გადაიქცა სრულ ბესტსელერად დაანონსებისთანავე. ასე მაგალითად, 2009 წლის ბოლომდე აშშ-ში აშკარად იგრძნობოდა Wii-ის დეფიციტი.
ზორზოხი PlayStation 3-ისა და Xbox 360-ის ფონზე, რეალურად საკმაოდ პრიმიტიული Wii გამოიყურებოდა გაცილებით უფრო საინტერესოდ, ღირდა ნაკლები და უზრუნველყოფდა სულ სხვა შეგრძნებებს თამაშებისგან. ბუნებრივია, Sony და Microsoft ამგვარ ვითარებას ვერანაირად ვერ შეეგუებოდნენ და ამიტომ 2010-ში წარმოადგინეს თავ-თავისი კონტროლერები, რომლებსაც მიუხედავად განსხვავებული მიდგომებებისა აერთიანებდათ ერთი რამ – ისინი აძლევდნენ მოთამაშეებს საშუალებას ემოძრავათ. ასე მოევლინა სათამაშო მსოფლიოს Microsoft Kinect (ყოფილი Project Natal) და ასევე დღევანდელი მიმოხილვის ობიექტი – PlayStation Move. Read the rest of this entry »