loading...

Tag Archive: Reality Display

ივნ 24

Sony Ericsson Xperia ray — Xperia Arc-ის გამარტივებული ვერსია

კომპანიამ Sony Ericsson სინგაპურში გამართული გამოფენით CommunicAsia 2011 ისარგებლა იმისთვის, რათა სმარტფონები წარმოედგინა, ახალი მოდელის Xperia ray ჩათვლით, რომელიც ქსელში უკვე გამოჩნდა კოდური სახელით Urushi.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, სიახლე ფლაგმანი მოდელის Xperia Arc გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს, რაც გაცილებით დემოკრატიულ ფასზე იმედებს გვაძლევს.

სმარტფონი Xperia ray თხელი კორპუსის მქონე მონობლოკია, რომელიც ალუმინის სარტყელითაა შემოსაზღვრული და როგორც პრეს-რელიზში ამბობენ, «Sony Ericsson-ის საფირმო დიზაინის მშვენიერი ნიმუშია».

Xperia ray-ს სპეციფიკაციები, რომელიც ოპერაციული სისტემით Android 2.3 Gingerbread მართვით მუშაობს, ნაფხაჭნებისგან დაცული მდგრადი შუშა 3,3” სენსორული მოცულობითი ეკრანი Reality Display გარჩევადობით 854х480 წერტილი, რომელიც მხარს უჭერს მულტიტაჩს და საფირმო ტექნოლოგიას Mobile BRAVIA Engine, 8.1-მპ კამერა ავტოფოკუსით, ვსპიშკით, HD-ვიდეოს (720p) მხარდაჭერით და ჯეოთაჯინგით, ფრონტალური VGA-კამერა ვიდეოტელეფონიისთვის, 320 მბაიტამდე ჩაშენებული მეხსიერება და მეხსიერების კარტების სლოტი microSD ტევადობით 32 გბაიტამდე (4 გბაიტი კარტა კომპლექტში) შედის. 1500 მილიამპერი საათში ტევადობის ელემენტის წყალობით, Xperia ray-ს ავტონომიურ რეჟიმში საუბრისას 7 საათამდე და 430-440 საათი —  მოლოდინის რეჟიმში შეუძლია მუშაობა. იგი საკმარისია 36 საათის მანძილზე მუსიკალური ტრეკების მოსასმენად ან თითქმის 7 საათი ვიდეორგოლების საყურებლად. Read the rest of this entry »