loading...

Tag Archive: Samsung

დეკ 14

Samsung-ი ორეკრანიან ტელეფონებს გამოუშვებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით სამსუნგმა (Samsung) ოფიციალურად მოახდინა ორმხრივი ეკრანიანი სმარტფონის დაპატენტება. Read the rest of this entry »

ივნ 18

Samsung-მა სმარტფონი Galaxy Ace DUOS დააანონსა ორი SIM-ბარათის მხარდაჭერით

კომპანიამ Samsung სმარტფონი Galaxy Ace DUOS წარმოადგინა, რომელიც ოპერაციული სისტემის Android 2.3Gingerbread მართვით მუშაობს ინტერფეისით TouchWiz. წინამორბედისგან განსხვავებით, რომელიც ინდოეთში თებერვალში იყო წარმოდგენილი და მხარს უჭერდა ქსელებს CDMA და GSM, ახალი მოდელი მხოლოდ GSM ქსელებში მუშაობს და ტექნოლოგიას HSDPA 7,2 მბიტ/წმ უჭერს მხარს.

სიახლის კიდევ ერთი განსხვავება ინდური ვერსიისგან SIM-ბარათისთვის განკუთვნილი ორი სლოტია ფუნქციის «Dual SIM always» მხარდაჭერით. ეს ფუნქცია აქტიურ SIM-ბარათზე SIM 1 სატელეფონო ზარების ავტომატურ გადამისამართებას უზრუნველყოფს, რომლებიც მეორე SIM-ბარათის (SIM 2) ნომერზე შედის, რის წყალობითაც, როგორც Samsung ამტკიცებს, არც ერთი ზარი არ იქნება გამოტოვებული.

ახალი მოდელის მახასიათებლებში შედის 3,5” სენსორული დისპლეი გარჩევადობით HVGA, პროცესორი ტაქტური სიხშირით 832 მჰც, 512 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 3 გბაიტი ჩაშენებული მეხსიერება, სლოტი მეხსიერების კარტებისთვის microSD ტევადობით 32 გბაიტამდე, 5-მპ კამერა, A-GPS მხარდაჭერა, უსადენო ქსელების ადაპტერები Bluetooth 3.0, Wi-Fi 802.11 b/g/n, ბატარეა ტევადობით 1300 მილიამპერი საათში. აგრეთვე ცნობილია რამდენიმე წინასწარ დაყენებული პროგრამის შესახებ, რომელთა შორისაა ChatON, Social Hub, Swype.  სმარტფონის ზომებია 112,74 x 61,5 x 11,5 მმ, წონა — 122 გრ. Read the rest of this entry »

მაი 02

Samsung Galaxy Note 10.1 N8000

სამსუნგის ახალი Note რომელსაც უკვე ბევრი ელოდება Samsung Galaxy Note 10.1 N8000

Read the rest of this entry »

აპრ 02

კომპანიები შეუდარებლად კარგი მარკეტინგით

მარკეტინგი სექსივითაა. ყველას ჰგონია, რომ ძალიან კარგად გამოსდის, თუმცა ეს მაინც ინდივიდუალურია, როგორც ყველაფერი ამქვეყნად.

და მაინც  რა არის კარგი მარკეტინგი? კარგი მარკეტინგია ის, რაც ძალიან კარგად ფუთავს კონკრეტულ პროდუქტს და შემდეგ „აიძულებს“  მომხმარებელს შეიძინოს სწორედ ეს პროდუქტი. კარგად დაგეგმილ მარკეტინგულ გეგმას შეუძლია თავისუფლად დაჩრდილოს კონკურენტები.

გთავაზობთ მსოფლიოში ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანიების ჩამონათვალს, რომელთაც გასაოცრად კარგი მარკეტინგის გუნდი ჰყავს.

Read the rest of this entry »

მარ 04

Microsoft-ს სამი ექსპერიმენტული NUI-ტექნოლოგია

კომპანიამ Microsoft კომპიუტერული ინტერფეისების სფეროში სამი ექსპერიმენტული ნამუშევარი წარმოადგინა, რომლებიც ვიდეოკამერის დახმარებით მომხმარებლის კომპიუტერთან ურთიერთქედებაზეა დაფუძნებული. ანუ, საუბარია სხვადასხვაგვარი გადაწყვეტების ძიებაზე, რომლებიც შესაძლოა მომავალში ამა თუ იმ სახით მზა ნაკეთობებში იქნება გამოყენებული. Read the rest of this entry »

აგვ 10

Samsung Galaxy S II

Samsung Galaxy S II ეს ის ტელეფონია რომელსაც კორეელები მიიჩნევენ სმარტფონების საუკეთესო მემკვიდრედ. 1.2 GHz პროცესორით, მოხდენილი ჩარჩოთ, მსუბუქი მექანიზმით ამის თქმა ადვილია.

 

 

125.3 x 66.1 x 8.5მმ.  ნიშნავს ამ დროისთვის ერთ–ერთ უთხელეს „ჭკვიან ტელეფონს“ ბაზარზე, რომელიც მეტოქეობას უწევს iPhone 4-ს და Sony Ericsson Xperia Arc-ს.

არა მარტო სისქე, Galaxy S II ძალზედ მსუბუქია. როცა ჩვენ გაჩვენებთ თუ რა ტექნოლოგია იმალება შლეიფის ქვეშ, განცვიფრდებით, რომ მხოლოდ 100გ–ს იწონის. ელემენტის ხუფის ხელში დაჭერისას შესაძლოა თქვენ გეგონოთ რომ ხელში გიჭირავთ ქაღალდის ფურცელი. Read the rest of this entry »

გვერდი 1 (2)12