loading...

Tag Archive: Samuel Jerichow

ოქტ 04

«ჯაშუშური» ხელის საათი Hexagons

ჩვეულებრივ ჯაშუშური ეწოდება ხელის საათს, რომლებსაც ფარული ხმის- და ვიდეოჩაწერის მოდულები აქვთ. მართალია, სინამდვილეში ასეთი საათები მართლაც ჰგავს ჯაშუშურს და ბავშვიც კი ერთის შეხედვით მიხვდება, რომ რაღაცაშია საქმე. ნამდვილი ჯაშუში ყოველთვის მალავს სიმართლეს, და ამიტომ ჯაშუშურის სახით დიზაინერი სემიუელ ჯერიჩაუ (Samuel Jerichow) საათის Hexagons კონცეპტს გვთავაზობს, რომლებზეც დროის გამოცნობაც კი არაა ადვილი.

ერთის შეხედვით ამ Hexagons-ში მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს გასაგები: საათი მწვანე ფერით გამოისახება, წუთები კი ფირუზისფერით. ციფრები ეკრანზე ექვსკუთხედების წყვილით გამოისახება. ყოველ ციფრზე ზოგიერთი განათებული გვერდის მქონე წყვილი მოდის. ნიმუშზე ყურადღებით დაკვირვებისას, ამ წყვილებში შეიძლება ციფრების რაღაც მსგავსება დაინახო. თუმცა, ავტორს ესეც ეცოტავა. დროის უფრო «საიმედოდ დასაშიფრად», ავტორი სირთულის ხუთ სხვადასხვა დონეს გვთავაზობს. ყველა მათგანი ასე თუ ისე ერთ იდეას იყენებს, კერძოდ კი ექვსკუთხედების წყვილის ცალკეულებად გახლეჩა. და, რა თქმა უნდა არ შეიძლება არ აღინიშნოს კონცეპტის დიზაინრული შესრულება, და ის, რომ იგი ძალიან ჰგავს TRON-ის სტილს. Read the rest of this entry »