loading...

Tag Archive: Skype

დეკ 27

ვირტუალურ Swype კლავიატურას ხმით მართვის ფუნქცია დაემატა

ვირტუალურ Swype კლავიატურას ხმით მართვის ფუნქცია დაემატა. ხმოვან რეჟიმზე გადასასვლელად საჭიროა კლავიატურაზე განთავსებულ სპეციალურ ღილაკზე თითის დაჭერა.
ჯერ-ჯერობით Swype მხოლოდ ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და ესპანურ ენებზე ფუნქციონირებს, მაგრამ 2012 წელს მათ რიცხვს კიდევ ორი უცხო ენა შეემატება.
Swype-ში გამოყენებულია ხმის ამომცნობი სისტემა Dragon Dictation, რომელიც კომპანია Nuance Communications-ის მიერ შეიქმნა. 2011 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ Nuance Swype-ს $100 მილიონად ყიდულობს.
ამჟამად ხმით მართვის ფუნქცია წარმოდგენილია Swype კლავიატურის ბეტა ვერსიაში. პროგრამის ჩამოტვირთვა შესაძლებელია Swype-ის ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ ბეტა ვერსია არ იმუშავებს Android 1.6 ვერსიაზე, ისევე როგორც მოწყობილობებზე, რომელზეც მწარმოებლების მიერ Swype წინასწარ იყო ჩატვირთული.
ბეტა ვერსიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა. თუ Swype ვერ გაარჩევს რომელი სიტყვა აკრიბა მომხმარებელმა, იგი თავად შეარჩევს წინადადებისთვის მეტნაკლებად შესაფერის სიტყვას.  Read the rest of this entry »

ოქტ 17

ინტერნეტმანია

ინტერნეტმანიაადგა!!! როგორც იქნა, ისევ შენია სანატრელი ყუთი, მაგრამ…

ეს მანია სწრაფად ვრცელდება, გადამდები და დამღუპველია

სკოლიდან თავქუდმოგლეჯილი მორბიხარ!  ერთი სული გაქვს, როდის მიხვალ შინ. იქ ხომ სანატრელი ”ოდნოკლასნიკი”, “Facebook”,  “Skype” და სხვა მრავალი ”საიტი გელის. მოკლედ, სიქაგაცლილი შევარდები ოთახში  და… გულიც უკვე მშვიდდება. შენი ერთადეთი, უნიკალური და განუმეორებელი კომპიუტერი შენ გელოდება… როგორც იქნა, გაუთავებელი ჩხუბის შემდეგ, ააგლეჯ საბრალო დას ან ძმას კომპიუტერიდან. არადა, ისეა აზარტში შესული, შენი განწირული კივილიც აღარ ესმის.
ადგა!!! როგორც იქნა, ისევ შენია სანატრელი ყუთი. მიუჯექი მაგიდას, გააფთრებული მივარდი კლავიატურას, ემოციამოძალებული შეიჭერი ინტერნეტში, მოიარე საიტები… გამალებული ”ჩათაობისგან” უკვე წუთში 100 სიტყვასაც კი ბეჭდავ, განიხილავ საკითხებს, რომლებიც იმდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნია, რომ ლამისაა მონიტორი თავით გაიტანო და აი, სწორედ ამ საპასუხისმგებლო მომენტში, ოთახში შემოიჭრა დედა, რომელიც მზად არის ჩაებას ბრძოლაში, რათა დაისაკუთროს კომპიუტერი. ის ისევეა მოწყურებული, როგორც ცოტა ხნის წინ შენ – და-ძმასთან ბრძოლისას… მაგრამ აქ საქმე უფრო რთულადაა, ამ ბრძოლაში გამარჯვებას პირი არ უჩანს და სწორედ ამ დროს შენს წინააღმდეგ თავს იჩენს ისეთი წყალგაუვალი რგუმენტები, როგორიცაა: ”სამეცადინო არ გაქვს?! ” რამდენი ხანი უნდა იჯდე აქ! ადექი ახლავე!”.. რა ხდება ამ დროს? კომპიუტერის დათმობა გიწევს… Read the rest of this entry »

აპრ 25

eBay ყიდის Skype-ს


2005 წლიდან Skype არის eBay-ს საუკუთრებაში, მაგრამ სულ რამოდენიმე დღეა რაც eBay გაახმაურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყიდის Skype-ს და მისთვის მყიდველიც უკვე მოძებნილი ჰყავს. The New York Times-ის ცნობით მსოფლიოში ყველაზე დიდი IP-ტელეფონიის სერვის შეიძენს კერძო ინვესტორებისგან შემდგარი კონსორციუმი, ხოლო ამ გარიგების ფინანსური მხარეები რამოდენიმე დღეში გახდება ცნობილი… Read the rest of this entry »