loading...

Tag Archive: socer

დეკ 29

ფეხბურთი და ერთგულება

რაც უფრო დიდი და სახელოვანია გუნ­დი, მით მეტი გულშემატკივარი ჰყავს. ქომაგი თავისი დანაზოგით, უხეშად რომ ვთქვათ, კლუბს ფინანსურად აძლიე­რებს, გუნდი კი ყველანაირად ცდილობს, ადამიანს, რომელიც ბილეთის გარ­და, სტადიონზე უამრავ რამეში ხარჯავს ფულს, მაქსიმალურად კარგი პირობე­ბი შეუქმნას და შინ ნასიამოვნები გაუშვას.

ბევრი გულშემატკივარი ესწრება მატჩებს? თუ კი, შემოსავალიც დიდია და ასეთ შემთხვევაში კლუბი ფინანსური წარმატებისთვისაა “განწირული”.

მაგრამ მხოლოდ ფული რომ არაფერს ნიშნავს, ამ წერილითაც მიხვდებით: არაერთი კლუბი, რომელიც მუდმივად სავსე ტრიბუნების წინ თამაშობს, ჩემ­პიონობისთვის ვერ იბრძვის. ეგ კი არა, რამდენიმეს მთავარი მიზანი ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა.

საინტერესოა, რომელი კლუბების საშინაო მატჩებს ესწრებოდა ყველაზე მეტი მაყურებელი? სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ტაბულა ევროპის 15 საუ­კეთესო სტადიონის ჩამონათვალს გთავაზობთ.

1.კამპ ნოუ
(ბარსელონა)
საშუალო დასწრება 79.458

ბარსელონა ბოლო წლების მსოფლიოს საუკეთესო კლუბია, 2008-09 წლების სეზონიდან დაწყებული, უკვე 9 ტიტულს მოუყარა თავი და სულაც არაა გასაკ­ვირი, რომ კამპ ნოუ თითქმის ყოველთვის სავსეა. Read the rest of this entry »