loading...

Tag Archive: Social Hub

ივნ 18

Samsung-მა სმარტფონი Galaxy Ace DUOS დააანონსა ორი SIM-ბარათის მხარდაჭერით

კომპანიამ Samsung სმარტფონი Galaxy Ace DUOS წარმოადგინა, რომელიც ოპერაციული სისტემის Android 2.3Gingerbread მართვით მუშაობს ინტერფეისით TouchWiz. წინამორბედისგან განსხვავებით, რომელიც ინდოეთში თებერვალში იყო წარმოდგენილი და მხარს უჭერდა ქსელებს CDMA და GSM, ახალი მოდელი მხოლოდ GSM ქსელებში მუშაობს და ტექნოლოგიას HSDPA 7,2 მბიტ/წმ უჭერს მხარს.

სიახლის კიდევ ერთი განსხვავება ინდური ვერსიისგან SIM-ბარათისთვის განკუთვნილი ორი სლოტია ფუნქციის «Dual SIM always» მხარდაჭერით. ეს ფუნქცია აქტიურ SIM-ბარათზე SIM 1 სატელეფონო ზარების ავტომატურ გადამისამართებას უზრუნველყოფს, რომლებიც მეორე SIM-ბარათის (SIM 2) ნომერზე შედის, რის წყალობითაც, როგორც Samsung ამტკიცებს, არც ერთი ზარი არ იქნება გამოტოვებული.

ახალი მოდელის მახასიათებლებში შედის 3,5” სენსორული დისპლეი გარჩევადობით HVGA, პროცესორი ტაქტური სიხშირით 832 მჰც, 512 მბაიტი ოპერატიული მეხსიერება, 3 გბაიტი ჩაშენებული მეხსიერება, სლოტი მეხსიერების კარტებისთვის microSD ტევადობით 32 გბაიტამდე, 5-მპ კამერა, A-GPS მხარდაჭერა, უსადენო ქსელების ადაპტერები Bluetooth 3.0, Wi-Fi 802.11 b/g/n, ბატარეა ტევადობით 1300 მილიამპერი საათში. აგრეთვე ცნობილია რამდენიმე წინასწარ დაყენებული პროგრამის შესახებ, რომელთა შორისაა ChatON, Social Hub, Swype.  სმარტფონის ზომებია 112,74 x 61,5 x 11,5 მმ, წონა — 122 გრ. Read the rest of this entry »

იან 28

Samsung-მა Android-სმარტფონები Galaxy Ace, Galaxy Gio, Galaxy Mini და Galaxy Fit წარმოადგინა

კომპანიამ Samsung თებერვლის გამოფენამდე MWC 2011 ოფიციალურად წარმოადგინა ერთდროულად ოთხი ახალი წარმომადგენელი ოჯახიდან Galaxy — Galaxy Ace, Galaxy Gio, Galaxy Mini და Galaxy Fit. აღსანიშნავია, რომ ყველა ეს მოწყობილობა თავდაპირველად რუსეთში გამოჩნდება, რის შემდეგაც ევროპასა და აზიაშიც გამოვა. Read the rest of this entry »