loading...

Tag Archive: Sony

მარ 21

Sony Xperia sola – ჯადოსნური სმარტფონი

ტექნოლოგია “floating touch”, რომლის წყალობითაც ვებ-საიტებზე ნავიგაციისთვის საჭირო არაა ეკრანთან შეხება, პროგრამების და ფუნქციების მყისიერი გაშვება ტექნოლოგიის NFC და Xperia SmartTags დახმარებით, ეკრანი Reality Display ტექნოლოგიით Mobile Bravia engine და კამერა “Fastest capture”-ის ფუნქციით გაძლიერებული ორბირთვიანი პროცესორით

13 მარტი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი – კომპანიამ Sony Mobile Communications ახალი მოდელის Xperia™ sola* გამოშვების შესახებ განაცხადა, რომელიც ოპერაციული სისტემის Android ბაზაზე მომუშავე სმარტფონების ხაზში Xperia შევა. მოდელს Xperia sola გასართობი ფუნქციების სრულფასოვანი მხარდაჭერა აქვს და მასში Sony-ს მთელი რიგი  თანამედროვე ტექნოლოგიებისაა გაერთიანებული, რომლებსაც განეკუთვნება ინოვაციური ფუნქცია floating touchTM, აგრეთვე Xperia SmartTags, რომელთა წყალობითაც შესაძლებელია სმარტფონის მყისიერად დარეგულირება და პროგრამების გაშვება. სმარტფონი Xperia sola მთელი მსოფლიოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 2012 წლის მეორე კვარტალში იქნება და მისი კორპუსის შეფერილობა შავი, თეთრი და წითელი ფერის იქნება. Read the rest of this entry »

იან 13

Sony–მ სმარტფონების ახალი ხაზი გახსნა

კომპანია Sony–მ CES–ის საერთაშორისო გამოფენაზე სმარტფონი Xperia S წარმოადგინა. ეს ტელეფონი კომპანიის ახალი ხაზის Xperia NX–ის პირველ მოწყობილობას წარმოადგენს.
Xperia S–ს აქვს ორბირთვიანი პროცესორი 1,5 გიგაჰერცი სიჩქარით, 4,3 დიუმიანი ეკრანი 1280/720 გარჩევადობით, ორი კამერა, როგორც წინა ასევე უკანა პანელზე, რომელთაგან უკანასკნელი სურათს 12 მეგაპიქსელი გარჩევადობით იღებს. სმარტფონს ასევე აქვს HDMI პორტი და მასზე შესაძლებელია თამაშების ჩამოტვირთვა PlayStation Store–ის ონლაინ მაღაზიიდან.
როგორც კომპანია იუწყება მოწყობილობა გაყიდვაში 2012 წლის პირველივე კვარტალში გამოვა. Xperia S ამჟამად გამართულია Android 2.3 პლატფორმაზე, თუმცა 2012 წლის მეორე კვარტალში მიიღებს განახლებას და Android 4–ის ოპერაციულ სისტემაზე გადავა.