loading...

Tag Archive: Thermaltake

ნოე 30

Tt eSPORTS Shock One: გეიმერული ყურსასმენი DTS Surround მხარდაჭერით

აქამდე დაწერილ სტატიებში, რომლებიც ეხებოდა კომპიუტერის პერიფერიულ დეტალებს, არაერთხელ გვიხსენებია, რომ გეიმერები, შეიძლება ითქვას, ცალკე მდგომი კასტაა კომპიუტერის მომხმარებლებისა, რომელთათვისაც პრიორიტეტები სხვანაირადაა გადანაწილებული განსხვავებით ჩვეულებრივი იუზერებისაგან. კომპიუტერული თამაშების მოყვარულთათვის თავის დროზე ჩვეულებრივი თაგვი და კლავიატურა სავსებით მისაღები გახლდათ გამოყენებისათვის, თუმცა სათამაშო ინდუსტრიის გეომეტრიული პროგრესიით ზრდამ პირდაპირპროპორციულად გაზარდა მათი მოთხოვნა ჰარდისადმი. გარდა ძირითადი კომპონენტებისა ცვლილებების შეტანის საჭიროება დადგა პერიფერიული მოწყობილობების სეგმენტშიც. ახლა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად ითვლება ათასნაირად შეფერილი, უამრავი ფუნქციით დახუნძლული თაგვის, კლავიატურის თუ ყურსასმენების ხილვა გეიმერების სამუშაო (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით სათამაშო) კომპიუტერის ჩრდილქვეშ.
არაერთმა ბრენდმა შეძლო და წარმატებით აითვისა ეს სეგმენტი, მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ გაგრილების სისტემების ცნობილი მწარმოებელი Thermaltake. მან განსხვავებით პირდაპირი კონკურენტის Cooler Master-ისა, ახალ დანაყოფს საკუთარი სახელი არ გადაულოცა და შექმნა სპეციალიზებული ბრენდი Tt eSPORTS, რომლის ძირითადი ამოცანაც როგორც მინიმუმ Razer-ზე ან რომელიმე სუპერპოპულარულ მარკაზე არგაფანატებული გეიმერების გარს შემოკრება გახლდათ. Tt eSPORTS აქცენტს ძირითადად კიბერ სპორტით დაკავებული ინდივიდების მოზიდვაზე აკეთებს. ამ მხრივ მას უკვე გამოშვებული აქვს რამდენიმე გეიმერული თაგვი, კლავიატურა და კიდევ რამდენიმე ფართო მასებში მეტ-ნაკლებად ცნობადი აქსესუარი. საკმაოდ ვრცელი შესავლის შემდეგ ურიგო არ იქნებოდა თუ გადავიდოდით Tt eSPORTS-ის ერთ-ერთი ბოლო პროდუქტის Shock One-ის მიმოხილვაზე. ეს უკანასკნელი ყურსასმენების რიგს მიეკუთვნება, თუმცა იგი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის არცაა გამიზნული. იგი გეიმერულია.  Read the rest of this entry »