loading...

Tag Archive: Twitter

აპრ 05

ყველაფერი Twitter-ის შესახებ

Twitter ეს არის ახალი სიტყვა სოციალურ ქსელებში. იგი მიკრო-ბლოგინგის ყველაზე ცნობილი სახეა, რომელსაც  მილიონობით ადამიანი მოიხმარს მსოფლიოში. მასში უამრავი ქართველიცაა გაწევრიანებული. თვითეთის მიზანია შენს ახლობლებს და იმ ადამიანებს, რომელებიც შენით არიან დაინტერესებულნი, შეატყობინო, თუ რითი ხარ დაკავებული ამა თუ იმ მომენტში. შენ არავის არ ესაუბრები, თუმცა ამავდროულდ უამრავი კონფერენციის თანამონაწილე ხარ. თვითერს უამრავი ცნობილი ხალხიც იყენებს, მაგალითად  ბარაკ ობამა (აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი), ბრიტნი სპირსი (პოპ-ვარსკვლავი), შაკილ ონილი (კალათბურთელი) და სხვ. იმის უკეთ გასაგებად, თუ რა არის თვითერი, შეგიძლიათ იხილოთ მცირე ვიდეო მისი ახნის შესახებ (ინგლისურ ენაზე). Read the rest of this entry »

ოქტ 02

სოციალური ბრაუზერები

სოციალურმა ქსელებმა უკვე დიდი ხანია, რაც დაიმკვიდრეს მყარი ადგილი ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში სხვადასხვაგვარი მესენჯერებისა და ელექტრონული ფოსტის გვერდით. სტატისტიკის მიხედვით, ინტერნეტის ყოველი მეორე მომხმარებელი სარგებლობს ამა თუ იმ სოციალური ქსელით. რა გასაკვირია, რომ მათი პოპულარობის საკითხი არ ასვენებს არცერთ კომპიუტერულ კომპანიას, მიუხედავად იმისა აპარატულ უზრუნველყოფას აწარმოებენ ისინი, თუ პროგრამულს. თავისი წილის მოკვეთა, ბუნებრივია, სცადეს ალტერნატიული ბრაუზერების მწარმოებლებმაც, რომლებმაც პირდაპირ ჩააშენეს საკუთარ პროდუქტებში სოციალური ქსელების მხარდაჭერა, ამა თუ იმ ფორმით.
პირველი ბრაუზერი, რომელსაც განვიხილავთ, იქნება Flock (http://www.flock.com/), რომელიც იწარმოება 2005 წლიდან და წარმოადგენს ერთგვარ ეტალონს ინტერნეტ ბაზრის საკუთარ სეგმენტში. თავდაპირველად მას საფუძვლად ედო Firefox-ის ძრავი, მაგრამ შემდეგ Flock-მა გადაინაცვლა Chromium-ზე. ამბობენ, რომ ბირთვის გამოცვლის მიზეზი გახდა კონფლიქტი Mozilla-ას თანამეგობრობასთან, რომლმაც შეწყვიტა პროდუქტიული კონტაქტი ალტერნატიული გადაწყვეტილების შემქმნელებთან. ასეა თუ ისე, მაგრამ ახალი პლატფორმა აღმოჩნდა გაცილებით უფრო სწრაფი, რაც დადასტურდა კიდევაც ობიექტურ ტესტებში.  Read the rest of this entry »

ივნ 24

Sony Ericsson Xperia ray — Xperia Arc-ის გამარტივებული ვერსია

კომპანიამ Sony Ericsson სინგაპურში გამართული გამოფენით CommunicAsia 2011 ისარგებლა იმისთვის, რათა სმარტფონები წარმოედგინა, ახალი მოდელის Xperia ray ჩათვლით, რომელიც ქსელში უკვე გამოჩნდა კოდური სახელით Urushi.

როგორც აქამდე იყო ცნობილი, სიახლე ფლაგმანი მოდელის Xperia Arc გამარტივებულ ვერსიას წარმოადგენს, რაც გაცილებით დემოკრატიულ ფასზე იმედებს გვაძლევს.

სმარტფონი Xperia ray თხელი კორპუსის მქონე მონობლოკია, რომელიც ალუმინის სარტყელითაა შემოსაზღვრული და როგორც პრეს-რელიზში ამბობენ, «Sony Ericsson-ის საფირმო დიზაინის მშვენიერი ნიმუშია».

Xperia ray-ს სპეციფიკაციები, რომელიც ოპერაციული სისტემით Android 2.3 Gingerbread მართვით მუშაობს, ნაფხაჭნებისგან დაცული მდგრადი შუშა 3,3” სენსორული მოცულობითი ეკრანი Reality Display გარჩევადობით 854х480 წერტილი, რომელიც მხარს უჭერს მულტიტაჩს და საფირმო ტექნოლოგიას Mobile BRAVIA Engine, 8.1-მპ კამერა ავტოფოკუსით, ვსპიშკით, HD-ვიდეოს (720p) მხარდაჭერით და ჯეოთაჯინგით, ფრონტალური VGA-კამერა ვიდეოტელეფონიისთვის, 320 მბაიტამდე ჩაშენებული მეხსიერება და მეხსიერების კარტების სლოტი microSD ტევადობით 32 გბაიტამდე (4 გბაიტი კარტა კომპლექტში) შედის. 1500 მილიამპერი საათში ტევადობის ელემენტის წყალობით, Xperia ray-ს ავტონომიურ რეჟიმში საუბრისას 7 საათამდე და 430-440 საათი —  მოლოდინის რეჟიმში შეუძლია მუშაობა. იგი საკმარისია 36 საათის მანძილზე მუსიკალური ტრეკების მოსასმენად ან თითქმის 7 საათი ვიდეორგოლების საყურებლად. Read the rest of this entry »

აპრ 13

ემოციური რობოტი-კომპიუტერი REETI

რობოტოტექნიკის სამყაროში სილიკონის კანს მანქანის მონსტრადElfoid P1, ან მისი სიმპათიურ არსებად ქცევა შეუძლია, როგორც მექანიზმის REETI შემთხვევაშია, რომელიც ფრანგული კომპანიის Robopec ინჟინრებმა შექმნეს. ეს მანქანა ერთდროულად კომპიუტერიცაა და ტელედასწრების რობოტიც, რომელიც ანხორციელებს თვალებით (ვებ-კამერები) გადაღებული ვიდეოს ტრანსლაციას, აგრეთვე რეაგირებს შეხებაზე და საკუთარ ემოციებს მიმიკის მსგავსი “რაღაცით” გამოხატავს. Read the rest of this entry »

თებ 17

Scaloupe: USB-კამერა თმის საფარის გადასაღებად

არის პრობლემები, რომელთა შესახებაც ყოველთვის არ საუბრობენ, მაგრამ მათ გადაწყვეტა სჭირდებათ. ერთ-ერთი ასეთი საკმაოდ ტრადიციული პრობლემის გადაწყვეტას მოწყობილობა Scaloupe გვთავაზობს, იგი მათთვისაა განკუთვნილი, ვინც საკუთარ თმებსა და თავის კანზე ნერვიულობს. და თუ კი უბრალო სარკის დახმარებით მათი კონტროლირება არ გამოდის, ნამდვილად გამოდგება USB-კამერა. Read the rest of this entry »