loading...

Tag Archive: ufo

დეკ 31

უცხოპლანეტელები

ინტერნეტსაიტ „ვიკილიქსის“ სკანდალთან და სენაციასთან ასოცირება აღარავის უკვირს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც საიტმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, ბევრ სხვა გახმაურებულ პოლიტიკურ მოვლენას ჩრდილავს, თუმცა ზოგიერთისათვის შესაძლოა, ძნელად დასაჯერებელი, ან სულაც დაუჯერებელი აღმოჩნდეს. „ვიკილიქსის“ ინფორმაციით, სულ რაღაც ორ თვეში, დედამიწას სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები ესტუმრებიან. სკანდალური ინტერნეტსაიტი კვლევითი ცენტრის SETI–ის ასტრონომების აღმოჩენაზე წერს. მათი მტკიცებით, დედამიწას უცხოპლანეტელთა გიგანტური ზომის სამი ხომალდი უახლოვდება. უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის ბედნიერება დედამიწელებს ორ თვეში ექნებათ. მეცნიერებმა ინფორმაცია საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე გამოაქვეყნეს, ასტრონომებმა კვლევებში ამერიკული სამხედრო სადაზვერვო კოსმოსური სისტემებიც გამოიყენეს.

ამერიკულმა პრესამ, ამ მოვლენისათვის მოსახლეობის მორალური შემზადება უკვე დაიწყო. უცხოპლანეტელთა დედამიწაზე ჩამოსვლის მიზეზი, თავისთავად, უცნობია, ამიტომ მსოფლიო პრესაში სხვადასხვა ვერსიები გაჩნდა. მაგალითისათვის, ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Guardian–მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით – „უცხოპლანეტელებმა შესაძლოა კაცობრიობა გაანადგურონ“. The Guardian–იწერს, რომ უცხოპლანეტელებს კაცობრიობისათვის ზიანის მიყენება აქვთ გადაწყვეტილი, ისინი ადამიანების ადვილად დამონებასაც შეძლებენ, შემდეგ კი, სავარაუდოდ, დედამიწელებს საკვებად გამოიყენებენ და პლანეტაზე უცნობ დაავადებებს გაგვივრცელებენ. ყოველივე შესაძლოა, საშინელი ომის დაწყების საფუძველი გახდეს. თუმცა თუკი ორი ცივილიზაციის წარმომადგენლებს შორის ურთიერთთანამშრომლობა შედგება, ტექნოლოგიების განვითარების კუთხით, ადამიანებს მათგან დიდი გამოცდილების მიღება შეეძლებათ. Read the rest of this entry »

აპრ 27

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

ამო ანუ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი — გამოიყენება ყველა სახის ამოუცნობი საჰაერო მოვლენისადმი, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდება. Read the rest of this entry »