loading...

Tag Archive: V12

იან 06

ძრავის ტიპები


XX საუკუნის დასაწყისში უამრავი კონსტრუქტორული აზრი არსებობდა, რომელთა განხორციელებაც უმეტეს შემთხვევაში პრობლემას არ წამორადგენდა. შედეგად ძალიან ხშირად შეხდვებოდით ავტომობილს 10 ლიტრი მოცულობის ძრავით, რომელსაც შესაძლოა 1 ცილინდრი ან სულაც მწკრივში განლაგებული 8 ცილინდრიანი ძრავი ჰქონოდა. ეს ის პერიოდია როდესაც ძრავი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ინჟინერულ გამოგონებად ითვლება, რომელსაც სხვა და სხვა პრობლემა გააჩნდა. მაგალითად დახვეწილი, უფრო მძლავრი, მაღალი ბრუნის ძრავებს, მაღალი თვითღირებულება გააჩნდათ, თუმცა დრომ თავისი ქნა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გიგანტური მოცულოვის ძრავები მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში და 21-ე საუკუნის დასაწყისში მცირე ზომის აგრეგატებმა ჩაანაცვლეს. დღეს-დღეობით ძრავის საშუალო კუბური მოცულობა 3 ლიტრიდან 6 ლიტრამდეა. ასეთი ძრავების სიმძლავრე დღეს სხვა და სხვაა, თუმცა უფრო დიდი მნიშვნელობა საწვავის ტიპს ენიჭება, რადგან დიზელის უტურბინო ძრავს დღეს, ლიტრ მოცულობაზე საშუალოდ 50 ცხენისძალა გააჩნია, ბენზინის ასევე უტურბინო ძრავს კი 80-100 ცხენისძალა აქვს თითო ლიტრ მოცულობაზე.
Read the rest of this entry »

ოქტ 26

მონსტრი უწყინარი პატარას ბაზაზე

არცთუ შორეულ წარსულში, 300 ცხენის ძალა ძრავის სიმძლავრის ის ზღვარი იყო, რომელსაც სუპერ ავტომობილები თუ აღწევდნენ.

1989 წელს, ”ბეემვემ” 300-ცხენისძალიანი V12-ით აღჭურვილი 850i გამოუშვა და ყველა აღტაცებული დატოვა. იმავე წელს, ”ფერარიმ” 348-ს წარმოება დაიწყო, რომლის V8 ასევე 300 ცხენის ძალას იძლეოდა. ”ფორდ მუსტანგის” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვერსია GT კი 2009 წლამდე 300-ცხენისძალიანი V8 აგრეგატით იყო აღჭურვილი.

მოკლედ, 300 ცხენის ძალა დღესაც კი საპატიო ზღვარია, თუმცა მას უკვე ბევრი იოლად აღწევს. და მაინც, ეს სიმძლავრე პატარა ავტომობილებისთვის (არა სარბოლი) წარმოუდგენელია. უფრო სწორედ, წარმოუდგენელი იყო, რადგან იტალიურმა სატუნინგო კომპანია ”რომეო ფერარიმ”, ეს ზღვარი ისეთ პატარა ავტომობილს აათვისებინა, როგორიც ”ფიატ ჩინკვეჩენტოა” (ფიატ 500). Read the rest of this entry »