loading...

Tag Archive: Wi-Fi მოდული

მაი 18

რა განსხვავებაა ნეთბუქსა და ნოუთბუქს შორის?

მიუხედავად იმისა, რომ ნეთბუქი (Netbook) ჩვენს ცხოვრებაში სიახლეს არ წარმოადგენს, ადამიანთა უმეტესობამ, ჯერ კიდევ არ იცის, რით განსხვავდება ნეთბუქი ნოუთბუქისგან (notebook). ყველაფერი ძალიან მარტივია. მთლიანობაში, ნეთბუქი არის იგივე ნოუთბუქი, მაგრამ შედარებით მცირე ზომის, ნაკლები წარმადობის და ოდნავ განსხვავებული დანიშნულების. ალბათ უმეტესობას სმენია, რომ ნოუთბუქები იყოფა რამდენიმე ტიპად. ესენია: სათამაშო ნოუთბუქები, ბიუჯეტური და ბიზნეს ნოუთბუქები, მაღალი წარმადობის და ა.შ. შეიძლება ითქვას, რომ ნეთბუქიც არის ნოუთბუქის ცალკე ტიპი. გავარჩიოთ ყველა განსხვავება ნეთბუქისა, ნოუთბუქისგან.
ზომები. პირველი განსხვავება, რაც ადვილი შესამჩნევია ეს არის – ზომები. თავიდანვე ნოუთბუქები შეიქმნა, საქმიანი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის გადარბენაზე იყვნენ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ ყოველთვის თან ჰქონოდათ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ კალკურატორი ან ბლოკნოტი. თანდათანობით ნოუთბუქებზე მოთხოვნა გაიზარდა და გამოჩნდა უფრო დახვეწილი, განვითარებული და სრულყოფილი პროდუქცია. იყო სხვადასხვა ზომის ნოუთბუქები, მაგრამ შეუძლებელი იყო მათი ტარება ქალის პატარა ჩანთით, შარვლის ან კოსტუმის ჯიბით და ა.შ. სწორედ აქ გამოჩნდა და დაიკავა საპატიო ადგილი ნეთბუქებმა, რომელთა დისპლეის (ეკრანის) ზომა დიაგონალზე, არ აღემატება 25.4 სანტიმეტრს (10 inch).  Read the rest of this entry »