loading...

Tag Archive: Windows 7

დეკ 15

Microsoft Georgia: ”მოითხოვე ლიცენზირებული Windows 7”

Microsoft-ის საახალწლო აქცია, რომელიც რამდენიმე კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის ქსელს მოიცავს, 1 დეკემბერს დაიწყო. გაზეთი ”ნავიგატორი” აქციის თაობაზე Microsoft Georgia–ს გენერალურ დირექტორს დავით ასათიანს ესაუბრა.
”სპეციალურად ამ აქციისთვის წარმოდგენილია რამდენიმე შემოთავაზება, რომელსაც მაღაზიაში მისული პოტენციური მყიდველი თავად იხილავს. პირველ რიგში, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ”ალტასა” და ”ალგორითმის” მაღაზიებში შეიძინოს პერსონალური კომპიუტერი, რომელზეც უკვე დაყენებულია ლეგალური პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა. გარდა ამისა, აქციის პირობებში მომხმარებელი Windows-ის ოპერაციულ სისტემას ყველაზე დაბალ ფასად შეიძენს. ლეგალური სოფტით აღჭურვილ კომპიუტერებზე მიმაგრებულია ”ვობლერები” და პოსტერები ტექსტით ”მოითხოვე ლიცენზირებული Windows 7” და „Windows 7”. ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს და კონსულტანტი აუხსნის ლეგალური, ლიცენზირებული ”სოფტის” უპირატესობებს,” – აღნიშნავს დავით ასათიანი.  Read the rest of this entry »

ივნ 07

Acer Aspire One Happy: ნეთბუქი Windows 7-ითა და Android-ით

Android, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა სმარტფონებისათვის, ნელ-ნელა იმორჩილებს სრულიად განსხვავებულ მოწყობილობებსაც. ასე მაგალითად, Acer თვლის, რომ ის კარგად იგრძნობს თავს ნეთბუქში. დღეს ჩვენ განვიხილავთ Aser Aspire One Happy, რომელსაც მოყვება ერთდროულად Windows 7 და Android 2.1. ტექნიკური მახასიათებლები: პროცესორი – Intel Atom N450, 1.66 Ghz; ოპერატიული სისტემა – 1 გბ, DDR2; ვინჩესტერი – 250 გბ; ეკრანი – 10.1″, 1024×600; ინტერფეისები – 3xUSB 2.0, VGA (D-Sub), Ethernet, Audio in/out; უმავთულო ინტერფეისები – Wi-Fi (IEEE 802.11 b/g); აკუმულატორი – 4240 mAh, 6 სექცია, 8 სთ. გაბარიტები – 258.5 x 185 x 24 მმ. წონა – 1.25 კგ. ნეთბუქის კომპლექტში არ შედის არავითარი სასიამოვნო ბონუსები, გარდა თავად Happy-სა, დამტენისა, დოკუმენტაციისა და კოპაქტ-დისკისა, რომლის არსებობა კომპლექტში მით უმეტეს საეჭვოა, რომ მოწყობილობას არ გააჩნია დისკსაკრავი. ნეთბუქის გარეგნობა გარკვეულ წილად შეესაბამება მის სახელწოდებას – ის ასხივებს ბედნიერებას და ყველანაირ პოზიტივს. ყოველ შემთხვევაში ცდილობს.  Read the rest of this entry »

მარ 09

გაჟონილი ინფორმაცია Windows 8-ის ფუნქციონალის შესახებ

ცოტა ხნის წინათ ქსელში ოპერაციული სისტემის Windows 8 მორიგი სკრინშოტები გამოჩნდა, რომელიც ნათელს ფენს იმას, თუ როგორი ცვლილებები იქნება (ან შეიძლება იყოს) შეტანილი მის ინტერფეისში. მადლობა უნდა ვუთხრათ იმ პიროვნებას, რომელმაც მაინც გამოაქვეყნა დამუშავების პროცესში მყოფი ოპერაციული სისტემის ეკრანის ნაწილის სურათი, შემქმნელთა ჯგუფის თხოვნის მიუხედავად იმაზე, რომ გაჟონვას ადგილი არ ჰქონოდა. საქმე ის გახლავთ, რომ ქსელში პირველა გამოჩნდა Windows 8-ის ამოცანების პანელის მარცხენა ნაწილი
Read the rest of this entry »