loading...

«

»

იან 12

პერსონალური რადარი, რომლის დაკარგვაც შეუძლებელია

GPS-ნავიგატორებმა შესამჩნევად გაუადვილა სიცოცხლე მრავალ ადამიანს, მაგრამ ამ მოწყობილობების ხარვეზებიც არაა ცოტა. კერძოდ, მათ აქამდე არ ჰქონიათ ე.წ. “იდიოტისგან დაცვა” და მიამიტი ადამიანები ხანდახან დანიშნულების ადგილამდე ვერ აღწევენ. ამ პრობლემის გადაწყვეტა ჩრდილოეთ კაროლინის და კარნეგი-მელონის ინჟინრებმა შემოგვთავაზეს.

მათ გამოიგონეს მინიატურული რადარი, რომლის სენსორული ნაწილიც ფეხსაცმლის ქუსლში მონტაჟდება, აქსელერომეტრები მომხმარებლის მოძრაობის რეჟიმს კითხულობს. მონაცემები მცირე კომპიუტერს გადაეცემა, რომელიც შემოსულ ინფორმაციას ამუშავებს და მფლობელის გადაადგილებას ადევნებს თვალს. ტრადიციულ თანამგზავრულ ნავიგაციასთა ერთად ასეთი სისტემა უფრო ზუსტ შედეგებს უზრუნველყოფს და მუშაობას მაშინაც კი არ წყვეტს, როდესაც GPS-სიგნალი მიუწვდომელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსგავსი სისტემები გამოსადეგი იქნება, გვირაბებში, სარდაფებში და სხვა რთულ პირობებში მომუშავეთათვის.