loading...

«

»

იან 24

Flip Phone: ყველაზე მომაჯადოებელი და მიმზიდველი “გასაშლელი”

გასაშლელი-ტელეფონები ისევე, როგორც სლაიდერები ორ კატეგორიად იყოფა: ვერტიკალური და ჰორიზონტალური. ყველა მათგანს ერთი მარტივი რამ აერთიანებს — გასაშლელ კონსტრუქციაზე მხოლოდ ერთი მარყუჟი. მაგრამ ეს თანამედროვე აღარ არის, რასაც დანიელი დიზაინრის კრისტიან ლარსენის (Kristian Ulrich Larsen) ახალი კონცეპტიც ადასტურებს.

კონცეპტის სახელია Flip Phone, რაც შემდეგნაირად შეიძლება ვთარგმნოთ «გასაშლელი-ტელეფონი», მხოლოდ ტრადიციული გასაშლელებისგან განსხვავებით იგი ორი მარყუჟითაა აღჭურვილი. შესაბამისად, ერთმანეთთან დაკავშირებული სამი პანელით. ავტორის ჩანაფიქრის თანახმად, Flip Phone მუშაობს Android-ის მართვით რაღაც ინტერფეისული ნაშენით, რომელიც ასეთ ორიგინალურ კონსტრუქციასთან მუშაობისთვისაა ოპტიმიზებული. შესაძლოა, ასეთი მოწყობილობები მორიგი ნაბიჯი იქნება კომპიუტერებსა და სმარტფონებს შორის ზღვარის წასაშლელად? ასეც რომ არ მოხდეს, მხოლოდ დიზაინრის ჩანაფიქრია ყურადღების ღირსი. აღფრთოვანებისაც კი.


წყარო: yankodesign.com