loading...

«

»

აპრ 09

აქტიურად ცხოვრება სულიერ ახალგაზრდობას ახანგრძლივებს

ყოველთვის შეგიძლიათ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ჯობს, ეს ახლავე დაიწყოთ. აქტივობა, რაშიც გინდა გამოვლინდეს ის, ადამიანს ბევრს აძლევს.

გეგმა შეადგინეთ!

“რაც მეტი სურვილი გაქვთ, მით უფრო დიდხანს იქნებით სულიერად ახალგაზრდა” – ამბობდა კოკო შანელი. ფსიქოლოგთა მტკიცებით, ფსიქოლოგიურ ასაკს სწორედ სამომავლო გეგმები განსაზღვრავს. სამწუხაროდ, იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებსაც სურვილებსა და გეგმებთან დიდი პრობლემები აქვთ. სტატისტიკის მიხედვით, 35–დან 45 წლამდე ადამიანთა 47,4%–ს ისინი უბრალოდ არ გააჩნია. შედეგი სავალალოა: ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა და ნაადრევი ემოციური სიბერე. აქტიური პოზიცია – აი, რა არის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საწინდარი.

ახლავე გააკეთეთ! შეადგინეთ 30 პუნქტისგან შემდგარი სია სათაურით: “რა მსურს ცხოვრებისგან”. აქედან 10 მთავარი პუნქტი გამოყავით, ყველაზე მეტად რას ისურვებდით. შემდეგ მათგან 3 ყველაზე სანუკვარი სურვილი შეარჩიეთ და მის შესრულებაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყეთ.

ენთუზიაზმით იმუშავეთ!

თუ თქვენი სამუშაო პასიური 8 საათიანი ბეგარის მოხდაა, მაშინ თქვენი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ მიჩნეული იყო, რომ ე.წ. ემოციური გადაწვის სინდრომი ემუქრება მხოლოდ მათ, ვინც ხალხთან მუშაობს. სადღეისოდ გაირკვა, რომ ამ მოშლილობის მთავარი ფაქტორებია: მოწყენილობა, უსაქმურობა და მოვალეობების მექანიკური შესრულება. საინტერესო სამუშაო, როდესაც მუშაობის პროცესში მთელი არსებით ხართ ჩაბმული, ტვინის აქტივობის ღრმა სიბერემდე შენარჩუნება–გაუმჯობესებას ეხმარება, ინფექციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობას ზრდის, ცხოვრების აზრის შეგრძნებას იძლევა.

თქვენს სამუშაოში პლუსები იპოვეთ და მთელი ყურადღება მათზე მიმართეთ.

იფიქრეთ, რომ სამუშაოზე ისეთი შესანიშნავი მეწყვილე გყავთ, რომლის მსგავსს სხვაგან ვერსად იპოვით.

წარმოიდგინეთ, სამუშაო არამხოლოდ გიყვართ, არამედ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ. ის თქვენი ცხოვრების აზრია და გსურთ, რაც შეიძლება მეტს მიაღწიოთ. ერთი–ორი თვის შემდეგ მას ნამდვილად შეიყვარებთ.

აქტიურად იმეგობრეთ!

როდესაც სურთ, რეკლამებში ბედნიერი ხანდაზმული ადამიანის სახე შექმნან, მოხუცებს შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში გვიჩვენებენ, თუმცა ფსიქოლოგი გერონტოლოგები ამას სისულელედ თვლიან. სიბერეში არა – ოჯახი, არამედ მეგობრები იძლევიან ცხოვრების სრულყოფილებისა და ბედნიერების შეგრძნებას. მხოლოდ მეგობრებთან შეიძლება, როგორც თანატოლთან, საუბარი, მხოლოდ ისინი გვაფასებენ ჩვენი შინაგანი სამყაროსა და ურთიერთობის გამო. ეს საფუძვლიანი საბაბია, რომ აქტიურად იმეგობროთ. ქალები ასაკის მატებასთან ერთად საოჯახო საქმეებში ეფლობიან და მეგობრულ კავშირებს წყვეტენ. ამის გაკეთება არ ღირს. ძველი ურთიერთობები შეინარჩუნეთ და ახალი აქტიურად გააბით.

დაურეკეთ მეგობარს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ და რაიმე სასიამოვნო უთხარით. მაგალითად, რომ მოიწყინეთ და გსურთ, ორივემ გაისეირნოთ.

სტუმრად დაპატიჟეთ უცხო ადამიანი, არა – შემთხვევითი მგზავრი, არამედ კოლეგა, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, მაგრამ მეგობრული ურთიერთობის დაწყება რატომღაც არ გამოდის. სრულიად შესაძლებელია, ის პიროვნებაც თქვენზე იმავე აზრისაა და არ იცის, როგორ დაგიმეგობრდეთ.

ენერგიულად შეიყვარეთ!

“ერთმანეთს უკვე ყველაფერი მივუძღვენით, სათქმელი ვუთხარით და ახლა ერთიმეორეს ვერაფრით გავაკვირვებთ!” – ეს, თქვენი აზრით, ნორმალური, დამამშვიდებელი სიტუაციაა? პირიქით, კრიტიკული და საგანგაშოა! თქვენს ცოლქმრობას წერტილი დაესმება. უბრალოდ მეზობლებად იქცევით, რომლებიც ერთმანეთს სიბრალულის ან აუცილებლობის გამო იტანენ. სიყვარული რომ შეინარჩუნოთ, ორივე პარტნიორის მოვალეობაა, რომ ის გააჩაღოს. თუ ხედავთ, რომ კოცონი ქრება, ცეცხლში ნავთი დაუმატეთ და გააღვივეთ.

“ცარიელ ადგილზე” ასეთი ტიპის ჩხუბი წამოიწყეთ: “ვარცხნილობა უკვე სამჯერ შევიცვალე, შენ კი დუმხარ. არაფრად მაგდებ?”.

ჩაეხუტეთ. წყვილს საერთო ენერგია აქვს და ის მით უფრო ძლიერია, უშუალოდ ერთმანეთთან ახლოს რაც უფრო ხშირად არიან.

სიკეთე აკეთეთ!

ფსიქოლოგებმა ალტრუიზმი საფუძვლიანად შეისწავლეს და დაასკვნეს: აბსოლუტურად უანგარო კარგი საქმეები არ არსებობს. სიკეთეს ჩავდივართ და ამისთვის კარგი განწყობის სახით მაშინვე ჯილდოს ვიღებთ. მაშინაც კი, თუ ქველმოქმედება მოვალეობაა და არა – პირადი ინიციატივა, შედეგად ცხოვრების ტონუსი მაღლდება. ეს იმიტომ, რომ შედეგებისა და მადლიერი ადამიანების დანახვისას სიხარულის გრძნობა გვეუფლება, თავის პატივისცემა გვემატება. კეთილი საქმეების ჩამდენი ადამიანები ხშირად განიცდიან ეიფორიას, სხვებს უფრო ენდობიან, ურთიერთობებს ეფექტურად აგებენ. გარდა ამისა, აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია თვითრწმენას გვმატებს.

დაფიქრდით, თქვენ ირგვლივ შეიძლება არიან ადამიანები, რომლებსაც ყურადღება, კეთილი სიტყვა, დახმარება ესაჭიროებათ. ნუ გადადებთ, დაურეკეთ, უთხარით, დაეხმარეთ.

ყველანი დაკავებულები და ამის გამო გულმავიწყებიც ვართ. ამიტომ კეთილი საქმეების გეგმა შეადგინეთ, დღიური აწარმოეთ და შიგ აღნიშნეთ: “დღეს მოხუც მეზობელს პური უნდა ვუყიდო”, “დედამთილს დავურეკო და მისი ჯანმრთელობა გავიგო” და ა.შ. ეს გარშემომყოფებისთვისაც კარგი მაგალითია.

ენერგიულ ტემპში იმოძრავეთ!

ადამიანი ზომიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ არამხოლოდ სხეულის, ასევე სულის მხნეობას განიცდის. მეხსიერება უმჯობესდება, საერთო ცხოვრებისეული ტონუსი მაღლდება. ნებისმიერი ნეგატიური მდგომარეობა აქტივობით იკურნება. ძლიერი სტრესის დროსაც კი ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმს სწრაფად აღდგენაში ეხმარება.

თვალები დახუჭეთ და კლდიდან გადმოეშვით, სხვადასხვა სპორტულ სახეობაში ივარჯიშეთ, იცეკვეთ. 3–5 წუთის შემდეგ თავს მხნედ და სრულ წესრიგში იგრძნობთ. თვალდახუჭული ვარჯიში არამხოლოდ განგაშს ხსნის, ასევე ცუდი ფიქრების ანულირებას ახდენს, ვინაიდან მთელი ყურადღება მოძრაობებსა და სივრცეში სხეულის შეგრძნებებზე გაქვთ მიპყრობილი.

წყარო: sana.ge