loading...

«

»

მაი 26

ბრძული აზრები და გამონათქვამები

ბრძული აზრები და გამონათქვამები...
მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემი ნებით არ დამითმია ..

****

მიტოვებულ და ღარიბულ ქოხთან,
ღობის ნაშალი შავად რომ არის,
ხმა საუბრისა ისმოდა ორთა –
ბებერი ყვავის და მათხოვარის.

ბებრი ყვავი თრთოდა ღელვისგან
და მწუხარე ხმით ჩუმად ამბობდა,
კოშკის ნანგრევში როგორ ესიზმრა,
თითქოს თამამად ცას მიაპობდა.

რომ იყო მაღლა, სხვა ჰქონდა ხვედრი,
აღარ ახსოვდა ნაღველი მიწის,
და იყო გედი, ნაზი და თეთრი,
მათხოვარი კი – ლამაზი პრინცი.

მათხოვარს ცრემლი სდიოდა უხმოდ,
ზეციდან ღამე მძიმედ იწევდა,
გზად მიდიოდა მოხუცი უცხო
და აჩქარებით პირჯვარს იწერდა.

****

ნიღაბი გაისწორე, თორემ ნამდვილი სახე გიჩანს

****

სიძულვილი, ეს ადამიანის ის იარაღია რომელიც მას დაუმარცხებელს ხდის…

****

მინდა გავახილო თვალები და მოვხვდე ზღაპრულ ბავშვობაში.
გატეხილი მუხლი ჯობია გატეხილ გულს და სულს..

****

სრულყოფილი ადამიანები არ არსებობენ და თუ არსებობენ,
მათი ადგილი მუზეუმშია და არა საზოგადოებაში

****

-გარშემო ომია,თქვენ კი იღიმით და ესოდენ მშვიდად ხართ.
რატომ არ ყვირით?
-მე ვყვირი,ოღონდ თქვენ არ გესმით…!!!

****

სისულელეა დაგიძახო,სახელიც არ გაქვს…
სისულელე ხარ იდეაში იდეაც არ ხარ…!!

****

სულელი არასოდეს დაფიქრდება,რომ იგი ბრძენია.
ბრძენი კი გამუდმებით ფიქრობს,რომ იგი სულელია.

****

ჩემი ღირსება ჩემი ცხოვრებაა.ისინი განუყოფელნი არიან.
ღირსების წართმევით თქვენ ცხოვრებასაც მართმევთ.

****

ცხოვრება ისეთივე მოსაწყენია,როგორც
ორჯერ მოყოლილი ერთი და იგივე ზღაპარი.

****

სამი გული მაქვს: ერთი ფეხის გული,
რომლითაც შენსკენ მოვდივარ,
მეორე ხელის გული, რომლითაც
გეფერები და მესამე გული, რომლითაც მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ.

****

ბედნიერი ხარ,როცა იცი სჭირდები ვინმეს,
ბედნიერი ხარ როდესაც ძლიერ უყვარხარ იმ ერთს…

****

,,ცრემლებით,-არ იზომება დარდი… სიბერით,-არ იზომება დრო”…

****

დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი
ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს.
უგუნური და ფარისეველი გმობს მოაზროვნეს,
უკითხავს მორალს.

აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე,
გადაჰყოლია ხალხი გართობას
გღალავს სურვილი: ამხელა ბრბოში
მარტომ ებრძოლო უსამართლობას

თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი
და მეგობრობის ფასი არ მყარობს, რა შეგიძლია?
შენი ლექსებით, გინდა შეცვალო მთელი სამყარო?

როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი
და უმეცარნი ყალბად ელავენ,
შენი ღირსებით გახელებულნი
ბილწი ენებით გადაგთელავენ

ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან,
ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ,
სიკეთისა და სევდის ქომაგი,
დგეს სევდის ფერით რად შემოსილხარ?

ნუ დაგასუსტებს უიმედობა,
ნუ მიეცემი დარდების გროვას,
ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ
გარდაუვალი სიმშვიდე მოვა.

****

ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია,თურმე ცხოვრება ეს ნიღბების კარნავალია….

****

შეგიძლიათ იცხოვროთ ორნაირად: გჯეროდეთ, რომ სასწაული არ არსებობს, ან გჯეროდეთ, რომ ყოველივე ამ სამყაროში – სასწაულია. თუ ისე იცხოვრებთ, თითქოს არავითარი სასწაული არ არსებობს, წინააღმდეგობები არ გექნებათ. ხოლო თუ თქვენთვის ყველაფერი სასწაულია, ცხოვრების უმნიშვნელო სილამაზითაც დატკბებით. ორივე ხერხით ცხოვრება კი ბედნიერს და წარმატებულს გაგხდით.