loading...

«

»

მაი 27

Tunermatic: მოწყობილობა გიტარის ასაწყობად

ზოგიერთი გიტარისტი ძალიან ნიჭიერი გვეჩვენება მანამ, სანამ არ გაირკვევა, რომ მათ ინსტრუმენტის დამოუკიდებლად აწყობა არ შეუძლიათ. კარგად დაკვრისთვის დიდი სურვილი, მოთმინება, სიბეჯითე და მოქნილი თითებია საკმარისი. გიტარის აწყობა კი მხოლოდ კარგი სმენის მქონე ადამიანს შეუძლია. მათთვის, კი ვისაც ეს არ შეუძლია გამოშვებულია მოწყობილობა Tunermatic Automatic Guitar Tuner.

მოწყობილობა საკმაოდ მარტივად მუშაობს: მისი დამჭერი გრიფზე მაგრდება და სტრუნის ჟღერადობას “უსმენს”. თუ კი სტრუნას არასწორი ჟღერადობა აქვს, დამჭერი მანამ ატრიალებს გამყოფს, სანამ საჭირო ნოტს იდეალური ჟღერადობა არ ექნება. ერთადერთი, რაც გიტარის მფლობელს სჭირდება — იზრუნოს იმაზე, რომ სტრუნა არ გაწყდეს. მოწყობილობა Tunermatic 49.95 აშშ დოლარი ღირს, იგი ჩაშენებული მექანიკური ვიბრაციის მქონე ყველა გიტარასთანაა თავსებადი, ხოლო დანარჩენი ინსტრუმენტებისთვის დამატებითი მიკროფონის შესაძენად კიდევ 12,95 დოლარის გადახდა მოგიწევთ.

წყარო: redferret.net