loading...

«

»

ივნ 23

ანი­მა­ცი­ე­ბის კი­ნო­გარ­და­სახ­ვა

იგეგ­მე­ბა “ფიფ­ქია და შვი­დი ჯუ­ჯა­სა” და “მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის” ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ე­ბი

ფილ­მის მა­ყუ­რე­ბელ­ში პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა და კო­მერ­ცი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერ­თი უტყუ­ა­რი რე­ცეპ­ტი ყვე­ლას­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ის­ტო­რი­ის გა­და­ღე­ბაა, ზღაპ­რე­ბი კი ყვე­ლას წა­უ­კითხავს, ამ­რი­გად მა­თი ეკ­რა­ნი­ზა­ცია ყვე­ლა მხრივ ხელ­საყ­რე­ლია. ჰო­ლი­ვუ­დი ასეც იქ­ცე­ვა და ერ­თ­ბა­შად ორი კლა­სი­კუ­რი ზღაპ­რის, “ფიფ­ქია და შვი­დი ჯუ­ჯა­სა” და “მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის” ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი, პირ­ველ ზღა­პარს კი ორი კი­ნო­ვერ­სია ექ­ნე­ბა – ტარ­სემ სინ­ჰი­სა და რუ­პერტ სან­დერ­სის და თუ ამ ორი­ვე რე­ჟი­სო­რის ფილ­მოგ­რა­ფი­ას გა­დავ­ხე­დავთ, ცხა­დი ხდე­ბა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რად­რე­ბას სინ­ჰის ვერ­სია უფ­რო იმ­სა­ხუ­რებს.

აქ მარ­ტი­ვი არით­მე­ტი­კა მოქ­მე­დებს – სინ­ჰი დე­ბი­უ­ტანტ სან­დერ­ს­თან შე­და­რე­ბით არა მხო­ლოდ უბ­რა­ლოდ გა­მოც­დი­ლია, არა­მედ სა­უ­კე­თე­სოდ შე­უძ­ლია ზღაპ­რუ­ლი, ირე­ა­ლუ­რი, თით­ქ­მის პა­რა­ლე­ლუ­რი სამ­ყა­როს ტოლ­ფა­სი გა­რე­მოს შექ­მ­ნა. ამა­ში და­სარ­წ­მუ­ნებ­ლად მის ფილ­მოგ­რა­ფი­ას უნ­და გა­დავ­ხე­დოთ: The Cell, The Fall, ნო­ემ­ბერ­ში გა­მო­სას­ვ­ლე­ლად კი მი­სი უკა­ნას­კ­ნე­ლი “უკ­ვ­დავ­ნი” ემ­ზა­დე­ბა – ტრა­დი­ცი­უ­ლად ვი­ზუ­ა­ლუ­რად სრულ­ყო­ფი­ლი პეპ­ლუ­მი თე­ზევ­სი­სა და ოლიმ­პოს ღმერ­თე­ბის შე­სა­ხებ. ერ­თი სიტყ­ვით, ტარ­სემ სინ­ჰის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სტი­ლი ძმე­ბი გრი­მე­ბის ზღაპ­რის­თ­ვის სრუ­ლი­ად შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა.

ფილ­მ­საც ასე ჰქვია: “ძმე­ბი გრი­მე­ბი: ფიფ­ქია”, რაც გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ, შე­საძ­ლოა, რე­ჟი­სორს ერ­თ­გ­ვა­რი ციკ­ლის გა­და­ღე­ბა აქვს და­გეგ­მი­ლი, ბო­რო­ტი დე­დოფ­ლის მი­ერ დევ­ნი­ლი ფიფ­ქი­ას ის­ტო­რია კი პირ­ვე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ბო­როტ დე­დო­ფალს, მი­სი რო­ლი უკ­ვე მი­ღე­ბუ­ლი აქვს ჯუ­ლია რო­ბერტს, რაც მის­თ­ვის მარ­თ­ლაც უჩ­ვე­უ­ლო ამ­პ­ლუა იქ­ნე­ბა – ამ მსა­ხი­ო­ბის ბო­რო­ტი პერ­სო­ნა­ჟი ნამ­დ­ვი­ლად ძნე­ლი გა­სახ­სე­ნე­ბე­ლია. ასე­ვე ძნე­ლად თუ გა­იხ­სე­ნებთ ლი­ლი კო­ლინ­ზის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბულ რო­ლებს (მსა­ხი­ო­ბი ფილ კო­ლინ­ზის შვი­ლი გახ­ლავთ), თუმ­ცა ამ ფილ­მის გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ მას ნამ­დ­ვი­ლად და­ი­მა­ხოვ­რებთ, რად­გან უმ­ც­რო­სი კო­ლინ­ზი თა­ვად ფიფ­ქი­ას როლს შე­ას­რუ­ლებს. ამ მსა­ხი­ო­ბის აქ­ტივ­ში უკ­ვე წე­რია ერ­თი ქუ­ლა, რად­გან მან ფიფ­ქი­ას რო­ლი სკარ­ლეტ იოჰან­სონს, ნა­ტა­ლი პორ­ტ­მან­სა და ენ ჰე­ტე­უ­ე­ის ააცა­ლა ცხვირ­წინ და არ­მი ჰა­მე­რის მკლა­ვებ­ში მოქ­ცე­ვის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა. ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი ფინ­ჩე­რის “სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან” უნ­და გახ­სოვ­დეთ, სა­დაც ტყუპ ვინ­კ­ლ­ვო­სებს თა­მა­შობს, “ფიფ­ქი­ა­ში” კი პრინ­ცის რო­ლი ერ­გო.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­პერტ სან­დერ­სის ფილმს, მას “ფიფ­ქია და მო­ნა­დი­რე” ჰქვია, ფიფ­ქი­ას კი “ბინ­დის” შემ­დეგ გა­ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბუ­ლი კრის­ტენ სტი­უ­არ­ტი ას­რუ­ლებს. პრინ­ცი ამ ფილ­მ­საც ჰყავს, თუმ­ცა მას­ზე მე­ტი დატ­ვირ­თ­ვა მო­ნა­დი­რეს ექ­ნე­ბა, რო­მელ­საც თო­რის რო­ლის შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი კრის ჰამ­ს­ვორ­ტი ითა­მა­შებს. ცხა­დია, ფილ­მ­ში ბო­რო­ტი დე­დო­ფა­ლიც გა­მოჩ­ნ­დე­ბა და მას შარ­ლიზ ტე­რო­ნის გა­რეგ­ნო­ბა ექ­ნე­ბა. რო­გორც ჩანს, მსა­ხი­ობს ამ რო­ლის­თ­ვის ან ძა­ლი­ან დი­დი ჰო­ნო­რა­რი შეს­თა­ვა­ზეს ან უბ­რა­ლოდ და­ა­შან­ტა­ჟეს, რად­გან სან­დერ­ს­თან მუ­შა­ო­ბის­თ­ვის მან კლინტ ის­ტ­ვუ­დის “ჰუ­ვერ­ში” მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე თქვა უარი. ეს მარ­თ­ლაც უც­ნა­უ­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა და იმე­დია, ფილ­მი ისე­თი გა­მო­ვა, ლე­ო­ნარ­დო დი კაპ­რი­ოს პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის დათ­მო­ბად რომ ღირ­და.

მე­ო­რე ზღა­პა­რი, რომ­ლის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც იგეგ­მე­ბა, შარლ პე­როს “მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვი” გახ­ლავთ, მი­სი რე­ჟი­სო­რო­ბა კი გი­ლერ­მო დელ ტო­როს სურს. თა­ვის დრო­ზე ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბა ტიმ ბარ­ტონს უნ­დო­და, მაგ­რამ მას ახა­ლი პრო­ექ­ტი, “ბნე­ლი აჩ­რ­დი­ლე­ბი” გა­მო­უჩ­ნ­და და იქით გა­და­ი­ნაც­ვ­ლა (იოლი გა­მო­საც­ნო­ბია, რო­მე­ლი მსა­ხი­ო­ბი თა­მა­შობს ამ ფილ­მ­ში). შემ­დეგ “მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხა­ვის” რე­ჟი­სო­რად და­რენ არო­ნოვ­ს­კი­სა და დე­ვიდ იეიტ­სის კან­დი­და­ტუ­რე­ბი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, სა­უ­ბა­რი იყო დე­ვიდ ო. რა­სელ­ზეც და იმა­ზეც, ერთ-ერთ როლს ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლი შე­ას­რუ­ლებ­და, თუმ­ცა არც ერ­თი ინ­ფორ­მა­ცია არ და­დას­ტურ­და და პრო­ექ­ტი კვლა­ვაც რე­ჟი­სო­რის მო­ლო­დინ­შია.

რო­გოგც გი­ლერ­მო დელ ტო­რო თა­ვის ოფი­ცი­ა­ლურ ბლოგ­ზე წერ­და, სურ­და ფილ­მი “დის­ნის” ცნო­ბი­ლი ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მის მო­ტი­ვებ­ზე გა­და­ე­ღო, რად­გან ბავ­შო­ბი­დან ამ ვერ­სი­ის ფა­ნი გახ­ლავთ და შინ ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟე­ბის ფი­გუ­რე­ბის კო­ლექ­ცი­აც აქვს. “ამ­ჟა­მად ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი მაქვს, ამი­ტომ ზუს­ტად ვერ გეტყ­ვით, რო­დის შე­მეძ­ლე­ბა “მძი­ნა­რე მზე­თუ­ნა­ხავ­ზე” მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბა. იმე­დია სტუ­დია “დის­ნი” ცო­ტას მა­ინც და­მაც­დის, რად­გან ძა­ლი­ან მინ­და, ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი ვი­ყო”, – წერს დელ ტო­რო. ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას არ აკე­თებს “დის­ნიც” და მხო­ლოდ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბით შე­მო­ი­ფარ­გ­ლე­ბა, რომ ფილ­მი ეკ­რან­ზებ­ზე 2013 წელს უნ­და გა­მო­ვი­დეს.

 

წყარო: 24saati.ge