loading...

«

»

ივნ 27

არალეგალური ფობია

1969 წელს ამერიკაში,  სტონვოლის შტატის გეი ბარს თავს დაესხა პოლიცია, იმ მოტივით,რომ  მათ არ ჰქონდათ სპირტიანი სასმელების გაყიდვის ლიცენზია. აყვანისას დაფიქსირდა წინააღმდეგობის გაწევის რამდენიმე ფაქტი. ეს ყველაფერი ნელ-ნელა მასიურ აჯანყებაში გადაიზარდა. თავიდან 4000 კაცი გამოვიდა, დროთა განმავლობაში მანიფესტაციას უამრავიადამიანი ემატებოდა, განურჩევლად სქესის, ორიენტაციის, ეთნიკური წარმომავლობის. მოკლედ, სოლიდარობის ნათელი მაგალითია, რამაც კონკრეტული შედეგები მოიტანა.

თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ რა ხდება საქართველოში?

 

 

ბათუმში, მართლმადიდებლური კონფესიის სახელით ვშლით არარსებულ გეი აღლუმს  და ვსკანდირებთ, რომ პოლიციელმა მიკროფონში  მამაო ჩვენოწაიკითხოს(ასე ღმერთს ხმას უფრო მივაწვდენთ.)

ასეთ მოქმედებებს სექსისადმი ფობიურად განწყობილ დედა ეკლესიასთან ერთად ვამართლებთ სოდომის და გომორის მაგალითით.  ვყვირით, ვიკბინებით, ვიგინებით და  ვლოცულობთ, რომ ღმერთმა დახოცოს ჰომოსექსუალები, გაჟღლიტოს ტოლერანტები, ფერფლად აქციოს  ყველა,  ვინც იდენთიფიცირებას არ ახდენს მართლმადიდებლობასთან, ასეთ სამშობლოსთან.

სოციალურ ქსელში არსებობს გვერდი, ჰომოფობია კლავს, რომელიც აქტიურად „მუშაობს“. ამ თემასთან დაკავშირებით იდება  ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებეზე, ზოგადად საზოგადოების  და კონკრეტულად ჰომოსექსუალების აქტივობებზე ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში.   აი, ჩვენთან კი თვითონ ჰომოსექსუალებიც დიდად არ იკლავენ თავს ამ სამამულო საქმისთვის. მათი უმრავლესობა „პიდარასტი“ კონფორმისტია. ან საერთოდ, რა აქტივობა უნდა არსებობდეს, როცა 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს,  რომელიმე ქართულ  ტელევიზიას 1 წუთიანი სიუჟეტიც კი არ მოუმზადებია ამაზე?!   თემა დაბლოკილია მასმედიაში, პოლიტიკაში, არც ერთი პარტიას  არასოდეს გაუკეთებია მესიჯი ერთსქესიანთა ქორწინებაზე(უტოპიაა), ეკლესია ხომ ბლოკავს და ბლოკავს.

რათქმაუნდა ეს ინტერვიუ არ არის სრული მეცნიერული ანალიზი, თემა ბევრად მასშტაბურია,  თუმცა ორიენტირად მეტ-ნაკლებად გამოდგება, რათა უკეთ გავერკვეთ სიტუაციაში, საკითხის  ფსიქიკურ ბუნებაში და რაღაცები ჩვენზეც გავიგოთ.

(ინტერვიუ ფსიქოთერაპევტ მამუკა გელაშვილთან)

არის თუ არა ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური დარღვევა?

ფსიქოზების დროს საქმე გვაქვს ჰომოსექსუალურ აზრებთან, თუმცა შესაძლებელია ეს სხვა სურვილის  აზრობრივი გაფორმება იყოს. ადამიანი ცნობიერად აცხადებს, რომ ჰომოსექსუალური სურვილები აქვს, მაგრამ ანალიზის გარეშე ეს არაა დასაჯერებელი. სავსებით შეაძლებელია ეს უბრალო გაფორმება იყოს. მე უფრო ამ უკანასკნელისკენ ვიხრები.

რა იწვევს ჰომოსექსუალიზმს?

ცივილიზებულ საზოგადოებაში  ჰომოსექსუალიზმი ყოველთვის იქნება. მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ  ცივილიზაცია სექსუალურ ტაბუზეა აგებული. მიაქციეთ ყურადღება,  ბიბლიაში პირველი შეცოდების მერე ადამი და ევა სასქესო ორგანოებს იფარავენ. ცოდნასთან ერთად მოვიდა სირცხვილი და ტაბუ სექსზე.  ძალიან სიმბოლური აზრი დევს ამაში. რადგანაც პირველი საკუთრება ქალი არის და პირველი საკუთრების საკრალურობა ცხადდება მონოგამიური ოჯახების შექმნასთან ერთად, აქედან იწყება სექსუალური ტაბუც, როგორც საკუთრების შენარჩუნების სურვილი.

ეს ძირითადი მიზეზია.

ასევე ტრანსვესისტები. ტვინის ჰიპოფიზათან არის სეგმენტი, რომელიც ქალის და კაცის შემთხვევაში სხვადასხვაა. ხანდახან ადამიანი გარეგნული ნიშნებით მამაკაცია, მაგრამ ეს სეგმენტი ქალის აქვს, ე.ი. მას აქვს შეგრძნება, რომ მის სხეულში ქალი ზის.

სხვა მიზეზშედეგობრივ კავშირებზეც ვისაუბროთ.

სხვა შემთხვევებში მშობლების არასწორი დამოკიდებულება,  შეცდომები  აღზრდაში, ან პირველი სექსუალური გამოცდილება იწვევს.

თუკი ბიჭისთვის ოჯახში, რომელშიც მამაკაციც არსებობს, ავტორიტეტი დედა ხდება, ის უკვე რისკის ჯგუფშია .

გამოცდილებაში გაუპატიურებს გულისხმობთ?

შეცდენა და არა გაუპატიურება. თუ მას მოეწონება აქტი, მაშინ აუცილებად გაუჩნდება გამეორების სურვილი და გაიმეორებს კიდეც.

თუმცა გაუპატიურების შემთხვევაშიც შეიძლება ორგაზმი განიცადოს. ხშირად ამის გამო ადამიანის თვითშეფასება ძალიან ეცემა და საქმე თვითმკვლელობამდე მიდის.

თუკი პაციენტი აცნობიერებს, რომ მამაკაცები მოსწონს,  მაგრამ სურს ეს აღმოფხვრას, რამდენადაა შესაძლებელი ფსიქოანალიზით მისი დახმარება?

ჯერ ასეთი შემთხვევა არ მქონია. მეუბნებიან ვარ ნორმალური თუ არა, მაგრამ არასდროს ამბობენ, არ მინდა.

ცივილიზაციას შევეხეთ. წარსულს  თუ გადავხედავთ, რა ხდებოდა ამ მხრივ სხვადასხვა ქვეყნებში, რა დონეზე იყო განვითარებული გეი კულტურა?

ცნობილია ფაქტია, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ეს გარკვეული კულტურული ნორმაც კი იყო. განსაკუთრებით საბერძნეთში. პლატონის ნადიმში აღწერილია დიალოგი, სადაც  სოკრატეს დასცინიან, რადგან უარი თქვა ალკიპიატესთან სექსზე. (ალკიპიატე პოლიტიკური  მოღვაწე იყო და ახალგაზრდობაში ფიზიკურად ძალიან მიმზიდველი)

რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო.

სპარტელებიი გიმნაზიაში ქალების გარეშე იზრდებოდნენ. ადრეულ ასაკში მიყავდა სახელმწიფოს ბიჭები და ზრდიდნენ. მერე რაღაც „გადასასვლელი“ მომენტი იყო, უფროს მამაკაცებს მიყავდათ ისინი და  მგონი აუცილებელიც კი იყო სექსუალური კონტაქტი ჰქონოდათ კაცთან.  შემდეგ ისე ეჩვეოდნენ ერთმანეთს, ცოლის მოყვანაც არ უნდოდათ.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს სამოას მაგალითი. მის ერთ-ერთ ნაწილში არ არსებობს სექსუალური ტაბუ. და არ იციან არცერთი შემთხვევა ჰომოსექსუალიზმისა. მეორე ნაწილში შესულია ცივილიზაცია.

იმასაც გეტყვით, რომ ზოოპარკშიც ჰომოსექსუალიზმთან გვაქვს საქმე, როცა არაბუნებრივ პირობებში იმყოფებიან ცხოველები.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ რენესანსის ეპოქიდან ჰომოსექსუალიზმი ხელოვნებაშიც დომინირებს (განსაკუთრებით გამომსახველობით არტში). თუნდაც არტურ რემბოს გაუპატიურების მაგალითზე, რომ ვიმსჯელოთ, მას ეს უარყოფითი შემთხვევა დაეხმარა შეექმნა გენიალური ნაწარმოებები და მისი “თაყვანისმცემლებისთვის”, რომლებიც დღემდე ბევრნი არიან, ხელი არ შეუშლია ავტორის ჰომოსექსუალიზმს.

გროტესკი, რომელიც შეინიშება ჰომოსექსუალებთან,თუნდაც ჩაცმულობაში, თუნდაც გეიკლუბში, მაკიაჟშიც გროტესკი არის. თეატრალობა. ეს თეატრალობა მიუთითებს გარკვეულ კომპლექსებზე, იმაზე რომ ქვეცნობიერიდან ნაკვებია მათი ქალურობა. ეს არ არის ცნობიერი პროცესი. ხელოვნებისკენ ამიტომაც აქვთ მიდრეკილება.

მოდი ასე ვთქვათ, რაც უფრო ცნობიერია ადამიანის აქტი, ხელოვნებასთან ნაკლებად წილნაყარია. ეს შეიძლება იყოს ფილოსოფია, პროზაული ნაწარმოები, მაგრამ ეს არ არის გენიალური ნახატი, შედევრი, პოეზია. იმიტომ რომ ყოველთვის სიმბოლურ დატვირთვას ატარებენ ხელოვნების ნიმუშები. სიმბოლიზმი კი ალბათ რუსთაველის ფრაზა: გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“  არის,  ანუ შედედებული, სიმბოლური ინფორმაცია.  სიმბოლური აზროვნება კი  ქვეცნობიერში მიმდინარეობს როდესაც ის პრივალირებას იღებს ცნობიერზე და ზემოთ ამოდის ხელოვანებთან, ეს ნიშნავს რომ რაღაც ფსიქიკური პრობლემები არსებობს.

ამ ინტერვიუში მეცნიერულ ანალიზს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ფაქტია პრობლემა არსებობს, რადგან ადამიანი კონპესატორული არსებაა. რისი დეფიციტიც შიგნით აქვს, გარეთ აკეთებს, ეძებს. ან შიგნით რაც უგროვდება გარეთ უნდა გამოტყორცნოს, ანუ როდესაც ხელოვნების ნიმუშს ქმნის მას შიგნით დაგროვებული აქვს ისეთი რაღაც, რასაც ცნობიერის მეშვეობით ვერ უშვებს.  ხელოვნება ასე იქმნება.  ეს თერაპიაა.

ჰომმსექსუალებში კი უმეტეს შემთხვევებში ქვეცნობიერი მართავს სიტუაციას და ამით აიხსნება მათი მიდრეკილება არტისკენ.

რათქმაუნდა უნდა შევეხოთ ჰომოფობიასაც, რასაც ისევე როგორც ჩვენთან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მაღალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. რა იწვევს ჰომოფობიას, რა ფსიქიკური მიზეზებია?

მივაქციოთ ყურადღება რომ ფობია ქვია, ანუ შიში. თუმცა, თუ შევხედავთ, რომ მათ მიმართ აგრესიას გამოხატავენ, რატომ ეძახიან მაშინ მეცნიერები შიშს?

იმიტომ რომ ნებისმიერი რამე, რის მიმართაც აგრესიას გამოხატავ, გაშინებს. აგრესიის მიღმა შიში იმალება. გაუცნობიერებლობა, გაუცხოება  იწვევს ამას.

რა კუთხითაა შეუცნობელი ეს მოვლენა?

კი, შეიძლება რომ ადამიანი თვითონაა ლატენტური ჰომოსექსუალი.  შიდა ფრონტი გარეთ გააქვს და  ჰომოსექსუალებს ებრძვის, ასეც ხდება, მაგრამ ცოტა უფრო რთულადაც შეიძლება იყოს.

პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაკაცის მიერ თავისი მამაკაცურობის ხაზგასმა თვითშეფასების აწევის  ერთ-ერთი საშუალებაა. როცა მუდმივად  აქვთ არასრულფასოვნების არაცნობერი განცდა,  შანსს არ უშვებენ ხელიდან  რომ ხაზი გაუსვან საკუთარ მამაკაცუბას და პირველად ატრიბუტებს, როგორიცაა ფიზიკური ძალა, უხეშობა და ა.შ.  ასეთები თუკი სადმე წააწყდებიან ჰომოსექსუალს, აუცილებლად ხაზს უსვამენ იმას, რამდენად განსხვავდებიან მისგან, რამდენად პროპოლუსს წარმოადგენენ და შეიძლება ამის გამო დაჩაგრონ.

უხეშებს მამაკაცურობის დეფიციტი აქვთ და  ძალადობით სხვებს და პირველ რიგში საკუთარ თავს უმტკიცებენ რამდენად კაცურები არიან.  ნებისმიერი რამის მტკივებას კი ის იწყებს, ვისაც ეჭვი ეპარება.

გამოსავალს რაში ხედავთ, როგორ შეიძლება მდგომარეობა მოწესრიგდეს?

ჯერ მაიმუნის პროცესიც არ გაგვივლია, რომ ჰომოსექსუალობამდე მივიდეთ. ამერიკაში იყო ასეთი ტერმინი. ჩვენ დაჩქარებული ტემპით გავდივართ ყველაფერს.  მდგომარეობა მაშინ მოწესრიგდება, როცა ხალხი იძულებული გახდება კანონი დაიცვას. ადამიანის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ისჯება კანონით.

როცა გეის შეეძლება თამამად გაიაროს ქუჩაში, თავის პარტნიორთან ერთად,  არა აუცილებლად კაბაში, გამომწვევადაც არ იქცევა, უბრალოდ იციან რომ ჰომოსექსუალები არიან  და შეიძლება ამის გამო შეურაცხყონ და ვერ შეურაცხყოფენ, რადგან კანონის დაცვა უწევთ.  როცა ამ დონემდე მივალთ, მაშინ  ეშველება საერთო საქმეს და სამოქალაქო საზოგადოებასაც მივიღებთ.  ყველაფერს  საზოგადოებრივი ინსტიტუტები  დაარეგულირებენ,  რომლებიც  ყურადღებას მიაქცევენ ამ საკითხს . ხალხის ყური მიეჩვევა, ეს მომენტი მათთვის ახსნადი იქნება და მოხდება ჰომოსექსუალების საზოგადოებაში ინტეგრირება. ყველაფერი დარეგულირდება, მე რეალისტი ვარ!

მეც რეალისტი ვარ!

ზემოთ მოყვანილი ფაქტები ააშკარავებს,რომ შინაგანი წარმოდგენები,აღქმადი გარემოს მთავარი განმსაზღვრელია. წარმოსახვა და ჩვენშიმიმდინარე პროცესები აკოსტრუირებს რეალობას, თავდაცვის ბაზისურიმექანიზმიდან, ტვინის მიერ კონტროლირებადი– ,,დარტყმის და გაქცევის,,ინსტიქტამდე. ნერვიული სისტემა იქცევა ისე, თუ რისი სჯერა, ან უნდასჯეროდეს! (კონარდ ბეკერი. რეალობის ინჟინერია)
შინაგანად გამოსტყორცნილი კომპლექსების გამო ვიტანჯებით: ჰომო,ჰეტრო,ქსენო და კიდევ უამრავი ფობიისგან. ამიტომაცა, რომ საკუთარი შიშებსხვევთ რელიგიის, ცოდვილბის და ჩვენზე უფრო შეშინებულების ანაფორებში

 

წყარო: spamwriters.wordpress.com