loading...

«

»

ივნ 30

დე­სეპ­ტი­კო­ნე­ბი­სა და ავ­ტო­ბო­ტე­ბის მე­სა­მე ჯა­ხი

გა­ქი­რა­ვე­ბა­ში “ტრან­ს­ფორ­მე­რე­ბი 3” გა­მო­ვი­და

მსოფ­ლიო კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე ზაფხუ­ლის პრე­მი­ე­რე­ბის ბუ­მი გრძელ­დე­ბა. ბუ­მია ჩვენ­თა­ნაც – ჩვენს გა­ქი­რა­ვე­ბა­ში უკ­ვე გა­მო­სუ­ლია “სუ­პერ 8” (რუს­თა­ვის “რუს­თა­ველ­ში”) და “იქს ადა­მი­ა­ნე­ბი”, მსოფ­ლიო პრე­მი­ე­რამ­დე ორი დღით ად­რე კი გა­ქი­რა­ვე­ბა­ში “ტრან­ს­ფორ­მე­რე­ბი: მთვა­რის ბნე­ლი მხა­რე” დად­გა. ეს სწო­რედ იმ ტი­პის ფილ­მი გახ­ლავთ, რო­მელ­ზეც ბავ­შ­ვე­ბი­სა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის წაყ­ვა­ნა თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ, ხო­ლო თუ თან­მ­ხ­ლე­ბი არ გყავთ, მარ­ტო წა­დით – მერ­წ­მუ­ნეთ, რო­გორც კი სა­ვარ­ძელ­ში მო­კა­ლათ­დე­ბით და სათ­ვა­ლეს მო­ირ­გებთ, მა­შინ­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ტრან­ს­ფორ­მი­რე­ბა­დი რო­ბო­ტე­ბის ისეთ თავ­გა­და­სა­ვალ­ში აღ­მოჩ­ნ­დე­ბით, სა­ერ­თოდ აღარ გე­მახ­სოვ­რე­ბათ გვერ­დით შვი­ლი გი­ზით, სი­დედ­რი თუ თვით მე­გატ­რო­ნი.

წელს სის­ტე­მა ალ­ფა ცენ­ტავ­რას პლა­ნე­ტა კი­ბერ­ტ­რო­ნი­დან ტრან­ს­ფორ­მე­რე­ბი მე­სა­მედ ჩა­მოფ­რინ­დ­ნენ, თუმ­ცა ამ­ჯე­რად გა­ცი­ლე­ბით ხმა­უ­რი­ა­ნად, მას­შ­ტა­ბუ­რად და ვი­ზუ­ა­ლუ­რად უფ­რო ხელ­შე­სა­ხე­ბად (ფილ­მი სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნია). ეს ფრენ­ჩა­ი­ზის ავ­ტო­რის, მა­იკლ ბე­ის სტი­ლია – მას ძა­ლი­ან უყ­ვარს გრან­დი­ო­ზუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბის შექ­მ­ნა, მას­შ­ტა­ბუ­რი ბა­ტა­ლუ­რი სცე­ნე­ბი, ნგრე­ვა, აფეთ­ქე­ბე­ბი, შე­ნე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი და სხვა. არ­სე­ბობს მა­ყუ­რებ­ლის კა­ტე­გო­რია, ვის­თ­ვი­საც ამ­გ­ვა­რი თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა ზოგ­ჯერ გა­და­მე­ტე­ბუ­ლია, თუმ­ცა არ დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ საქ­მე ჰო­ლი­ვუ­დის ტი­პურ ბლოკ­ბას­ტერ­თან გვაქვს, ის კი ვალ­დე­ბუ­ლია ასე­თი იყოს, სხვა­ნა­ი­რად უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია გი­გან­ტუ­რი რო­ბო­ტე­ბის ჯა­ხი გად­მოს­ცე. ამით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი მა­იკლ ბე­იც ჯა­ფას არ ინა­ნებს და სა­ნა­ხა­ობ­რივ ფო­ი­ერ­ვერკს გვთა­ვა­ზობს, მით უმე­ტეს, რომ გვერ­დით პრო­დუ­სე­რი სტი­ვენ სპილ­ბერ­გი უდ­გას, ამ კაც­მა კი ნამ­დ­ვი­ლად იცის სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი კი­ნოს ფა­სი.

რამ­დე­ნად სა­ნა­ხა­ობ­რი­ვია ფილ­მი, ამას ამ დღე­ებ­ში ვნა­ხავთ, მა­ნამ­დე კი მოკ­ლედ სი­უ­ჟე­ტის შე­სა­ხებ (ძა­ლი­ან მოკ­ლედ – სპო­ი­ლე­რე­ბის გა­რე­შე): ფილ­მის პირ­ველ სცე­ნა­ში 1969 წლის 20 ივ­ლი­სია. ეს სწო­რედ ის დღე გახ­ლავთ, რო­დე­საც ამე­რი­კუ­ლი კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი “აპო­ლო 11” ნილ არ­მ­ს­ტ­რონ­გ­თან, მა­იკლ კო­ლინ­ზ­თან და ედ­ვინ ოლ­დ­რი უმ­ც­როს­თან ერ­თად მთვა­რის ზე­და­პირ­ზე და­ეშ­ვა. ფილ­მის სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით არ­მ­ს­ტ­რონ­გი და კომ­პა­ნია გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­და­მი­წას­თან კონ­ტაქტს კარ­გავს, ხო­ლო რო­დე­საც კავ­შირ­ზე გა­მოვ­ლენ, ირ­კ­ვე­ვა, რომ კოს­მო­ნავ­ტებ­მა მთვა­რის მე­ო­რე ანუ ბნელ მხა­რეს (სწო­რედ იმ მხა­რეს, რო­მე­ლიც დე­და­მი­წი­დან არ ჩანს) პლა­ნე­ტა კი­ბერ­ტ­რო­ნის საფ­რე­ნი ხო­მალ­დის ნა­წი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, შიგ­ნით კი გარ­დაც­ვ­ლი­ლი რო­ბო­ტე­ბის სხე­უ­ლე­ბი იპოვ­ნეს, თუმ­ცა ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი სი­ცოცხ­ლის ნი­შანს იძ­ლე­ვა – ავ­ტო­ბო­ტე­ბის ლი­დერ ოპ­ტი­მუს პრა­ი­მის მას­წავ­ლე­ბე­ლი და მე­გო­ბა­რი, სენ­ტი­ნელ პრა­ი­მი ცოცხა­ლია (მას ლე­გენ­და­რუ­ლი ლე­ო­ნარდ ნი­მოი ახ­მო­ვა­ნებს)…

პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბის ცხოვ­რე­ბაც, ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში კი, ცხა­დია, სემ უიტ­ვი­კი გახ­ლავთ (მას კვლავ სპილ­ბერ­გის ნე­ბი­ე­რა შია ლე­ბე­ფი თა­მა­შობს). სე­მი უკ­ვე დი­დი ბი­ჭია, კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რა და სამ­სა­ხურს ეძებს. მას ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის­გან ჯილ­დოც აქვს მი­ღე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან დრო­უ­ლი იყო – წი­ნა ორი ფილ­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მის თავ­ზე წის­ქ­ვი­ლის ქვის გარ­და ხომ ყვე­ლა­ფე­რი დატ­რი­ალ­და. სწო­რედ მა­შინ, რო­დე­საც ჯილ­დოს მი­სა­ღე­ბად თეთრ სახ­ლ­ში იყო, სემ­მა მო­მა­ვა­ლი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა, პრე­ზი­დენ­ტის მდი­ვა­ნი კარ­ლი გა­იც­ნო, რაც არა მხო­ლოდ სე­მის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ახა­ლი ეტა­პის დაწყე­ბას, არა­მედ იმა­საც ნიშ­ნავს, რომ ფილ­მ­ში მე­გან ფოქ­სი არ თა­მა­შობს. სხვთა შო­რის, ორი­ო­დე კვი­რის წინ მა­იკლ ბე­იმ პირ­ვე­ლად გა­ამ­ჟ­ღავ­ნა მე­გან ფოქ­სის პრო­ექ­ტი­დან დათხოვ­ნის ნამ­დ­ვი­ლი მი­ზე­ზი: მსა­ხი­ობს ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში უთ­ქ­ვამს, ბეი ძა­ლი­ან მკაც­რია, ნამ­დ­ვი­ლი ჰიტ­ლე­რიაო. ამის შე­სა­ხებ რე­ჟის­რო­მა სპილ­ბერ­გ­თან და­ი­ჩივ­ლა, მან კი მე­გან ფოქ­სის სას­წ­რა­ფოდ დათხოვ­ნა მო­ითხო­ვა – სპილ­ბერ­გის სიტყ­ვა კი კა­ნო­ნია! ასე დარ­ჩა მე­გან ფოქ­სი პრო­ექ­ტის მიღ­მა, სემს კი ახა­ლი მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა ჰყავს.

…თუმ­ცა რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ვის ხვდე­ბა სემ უიტ­ვი­კი, მთა­ვა­რი ხომ ისაა რო­გორ შეხ­ვ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს დე­სეპ­ტი­კო­ნე­ბი და ავ­ტო­ბო­ტე­ბი – მა­თი შეხ­ვედ­რე­ბი ხომ, რო­გორც წე­სი, დი­დი აურ­ზა­უ­რით მთავ­რ­დე­ბა ხოლ­მე. თუ ინ­ტერ­ნეტ­ში არ­სე­ბულ ტრე­ი­ლე­რებს გა­და­ვავ­ლებთ თვალს, მა­შინ წინ ნამ­დ­ვი­ლად თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი სა­ნა­ხა­ო­ბა გვე­ლის, მით უმე­ტეს, რომ ფილ­მის სლო­გა­ნი ასე ჟღერს: “ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის უკა­ნას­კ­ნე­ლი შან­სი”. მაგ­რამ არც ის უნ­და და­ვი­ვიწყოთ, რომ ტრე­ლი­ე­რე­ბი ზოგ­ჯერ ტყუ­ი­ან…

 

წყარო: 24saati.ge

ავტორი: ია ვეკუა