loading...

«

»

ნოე 06

უკ­ვ­დავ­ნი და უკ­ვ­და­ვი ვამ­პი­რე­ბი

კად­რი ფილ­მი­დან

კად­რი ფილ­მი­დან “უკ­ვ­და­ვი”.

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძის “სიყ­ვა­რუ­ლის ბა­ლა­და” გა­ქი­რა­ვე­ბა­ში 17 ნო­ემ­ბერს გა­მო­ვა

ნო­ემ­ბ­რის კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა და­იწყო. ნე­ლა-ნე­ლა ეკ­რა­ნებ­ზე გა­მო­დის ის ფილ­მე­ბი, რომ­ლებ­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად ელო­დე­ბა და რომ­ლებ­საც კი­ნო­და­ჯილ­დო­ე­ბებ­ზე მოხ­ვედ­რის მე­ტი შან­სი აქვთ. ასე ხდე­ბა ჩვენ­თა­ნაც – “ამი­რა­ნი” და “რუს­თა­ვე­ლი” ტრა­დი­ცი­უ­ლად მცი­რე, თუმ­ცა ჟან­რუ­ლად მრა­ვა­ფე­რო­ვან აფი­შას გვთა­ვა­ზობს, რო­მე­ლიც ერ­თ­ნა­ი­რი დო­ზით მო­ი­ცავს ბლოკ­ბას­ტე­რებს, კო­მე­დი­ებს, სა­ბავ­შ­ვო და ქარ­თულ ფილ­მებს. ქვე­მოთ სწო­რედ მათ გა­გაც­ნობთ.

მი­მო­ხილ­ვას ქარ­თუ­ლი ფილ­მით და­ვიწყებთ – 17 ნო­ემ­ბერს ეკ­რა­ნებ­ზე ღა­მის შო­უს სტუ­დი­ის ახა­ლი კი­ნოპ­რო­ექ­ტის, “სიყ­ვა­რუ­ლის ბა­ლა­დის” პრე­მი­ე­რა იგეგ­მე­ბა. ფილ­მის რე­ჟი­სო­რი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე გახ­ლავთ, ხო­ლო მთა­ვარ რო­ლებს “შუა ქა­ლა­ქის”, “გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან” და ამ სტუ­დი­ის სხვა პრო­ექ­ტე­ბის, მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბი ას­რუ­ლე­ბენ: რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ვარ­ს­დო­სა­ნი­ძე, ბა­ჩო ქა­ჯაია, კა­ხა კინ­წუ­რაშ­ვი­ლი და სხვე­ბი. ფილ­მი რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­ის ჟანრს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო­ცაა. ფილ­მის­თ­ვის სა­უნ­დ­ტ­რე­კი ჯგუფ­მა “თა­ვი­სუ­ფალ­მა” და­წე­რა და თუ ამ ჯგუ­ფის მუ­სი­კის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, წინ მარ­თ­ლაც ლა­ღი და მსუ­ბუ­ქი სა­ნა­ხა­ო­ბა და ხმო­ვა­ნი ბი­ლი­კი გვე­ლის.

პა­ტა­რა მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ალ­ბათ დღე­ვან­დე­ლი დღე იქ­ნე­ბა, რად­გან დღე­ი­დან ეკ­რა­ნებ­ზე სამ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ა­ნი “ჩექ­მე­ბი­ა­ნი კა­ტა” გა­მო­დის. სა­უ­ბა­რი სწო­რედ შრე­კის მე­გო­ბარ კა­ტა­ზეა, აწყ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი მრგვა­ლი თვა­ლე­ბით რომ ცდი­ლობ­და შრე­კის­თ­ვის თა­ვის შე­ცო­დე­ბას, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი დი­დი ოხე­რი ვინ­მე გახ­ლ­დათ. ჩექ­მე­ბი­ა­ნი კა­ტის შე­სა­ხებ ცალ­კე ფილ­მის გა­და­ღე­ბა­ზე ჯერ კი­დევ “შრე­კის” მე­ო­რე ნა­წი­ლის გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ ალა­პა­რაკ­დ­ნენ, თუმ­ცა პრო­ექ­ტი დრო­ში მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით გა­ი­წე­ლა, რომ ვერ ხერ­ხ­დე­ბო­და ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის და უფ­რო­სი მა­ყუ­რებ­ლის­თ­ვის ერ­თ­ნა­ი­რად მო­სა­წო­ნი სცე­ნა­რის შერ­ჩე­ვა. ვი­საც “ჩექ­მე­ბი­ა­ნი კა­ტის” ტრე­ი­ლე­რი უნა­ხავს, დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბა, ამ რამ­დე­ნი­მე­წუ­თი­ან კო­ლაჟ­შიც იგ­რ­ძ­ნო­ბა, რომ ფილ­მი ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლო და თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვია, ხო­ლო ან­ტო­ნიო ბან­დე­რა­სი­სა და სელ­მა ჰი­ე­კის მი­ერ გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი კა­ტე­ბის დუ­ე­ტი უკ­ვე აღი­ა­რეს წლის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო კი­ნოწყ­ვი­ლად.

ვიდ­რე ბავ­შ­ვე­ბი ჩემ­ქე­ბი­ა­ნი კა­ტის თავ­გა­და­სავ­ლით გა­ერ­თო­ბი­ან, კო­მე­დი­ის მოყ­ვა­რუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ, რვა წლის წინ გა­და­ღე­ბუ­ლი “ჯო­ნი ინ­გ­ლი­შის” მე­ო­რე ნა­წილს ადევ­ნონ თვა­ლი. რო­უ­ენ ატ­კინ­სო­ნის გმი­რი ტი­ბე­ტის ბუ­დის­ტურ მო­ნას­ტერ­შია გა­ხიზ­ნუ­ლი, სა­დაც ბე­რე­ბის­გან აღ­მო­სავ­ლურ სიბ­რ­ძ­ნე­სა და საბ­რ­ძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბას სწავ­ლობს. ერ­თი შე­ხედ­ვით, მან ძველ საქ­მი­ა­ნო­ბას თა­ვი და­ა­ნე­ბა, თუმ­ცა ში­ნა­გა­ნად კვლავ სა­ი­დუმ­ლო აგენ­ტია, რაც ნიშ­ნავს, რომ სამ­შობ­ლოს, დიდ ბრი­ტა­ნეთს სჭირ­დე­ბა, რომ­ლის დაც­ვაც ზოგ­ჯერ მხო­ლოდ ჯო­ნი ინ­გ­ლი­შის მსგავს სუ­პე­რა­და­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ.

24 ნო­ემ­ბერს კი “ბინ­დის” თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლე­ბი გა­ი­ხა­რე­ბენ, რად­გან ამ დღეს გა­ქი­რა­ვე­ბა­ში გა­მო­დის “ბინ­დი: გან­თი­ა­დი – ნა­წი­ლი 1”, ანუ მო­მა­ვალ წელს მე­ო­რე ნა­წილ­საც უნ­და ვე­ლო­დოთ და თუ ამა­სო­ბა­ში სტე­ფა­ნი მე­ი­ე­რი კი­დევ და­წერს გაგ­რ­ძე­ლე­ბას, ეს ნიშ­ნავს, რომ ამ ის­ტო­რი­ას თავს ვე­რას­დ­როს და­ვაღ­წევთ!.. თუმ­ცა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის­თ­ვის უნ­და ით­ქ­ვას, რომ “ბინ­დის” ფრენ­ჩა­ი­ზი მო­ზარდ მკითხ­ველ­სა და მა­ყუ­რე­ბელ­ში უზო­მოდ პო­პუ­ლა­რუ­ლია, რაც ნიშ­ნავს, რომ აღ­ნიშ­ნულ ფილმს ქარ­თულ გა­ქი­რა­ვე­ბა­შიც ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ეყო­ლე­ბა. და რა ხდე­ბა “გან­თი­ა­დის” პირ­ველ ნა­წილ­ში: პრაქ­ტი­კუ­ლად ისევ იგი­ვე – ბე­ლა კვლავ ადა­მი­ა­ნია, თუმ­ცა იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ მი­სი მა­რა­დი­უ­ლი ქალ­წუ­ლო­ბა დას­რულ­და, ის ედ­ვარდს გაჰ­ყ­ვა ცო­ლად და ბავ­შ­ვ­საც ელო­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ მგე­ლი ჯე­ი­კო­ბი და მი­სი ხრო­ვის და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბიც შე­იტყო­ბენ, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვ­ში დიდ საფ­რ­თხეს ხე­და­ვენ და მის მოკ­ვ­ლას გა­დაწყ­ვე­ტენ, რა­საც ჯე­ი­კო­ბი ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა და კა­ლე­ნე­ბის ოჯა­ხის დაც­ვას გა­ნიზ­რა­ხავს. მე­რე ბე­ლა მშო­ბი­ა­რობს, მე­რე ედ­ვარ­დი მას ვამ­პი­რად აქ­ცევს და ასე შემ­დეგ და ასე შემ­დეგ… მოკ­ლედ ეს ყვე­ლა­ფე­რი 24 ნო­ემ­ბ­რი­დან ნა­ხეთ.

და­ბო­ლოს, ნო­ემ­ბ­რის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრე­მი­ე­რის შე­სა­ხებ: 10 ნო­ემ­ბერს ეკ­რა­ნებ­ზე ტარ­სემ სინ­ჰის “უკ­ვ­დავ­ნი” გა­მო­დის. ვინც ამ რე­ჟი­სო­რის და­ნარ­ჩენ ფილ­მებს (The Fall, The Cell) იც­ნობს, ალ­ბათ დაგ­ვე­თან­ხ­მე­ბა, რომ წინ ვი­ზუ­ა­ლუ­რად დახ­ვე­წი­ლი, იდუ­მა­ლი და რე­ა­ლო­ბა­სა და სიზ­მარს შო­რის არ­სე­ბუ­ლი სა­ნა­ხა­ო­ბა გვე­ლის. აქ შეგ­ვიძ­ლია, ფილ­მის უკ­ვე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ტრე­ი­ლე­რე­ბი და კად­რე­ბიც მო­ვიშ­ვე­ლი­ოთ, რომ­ლე­ბიც ადას­ტუ­რებს, რომ ტარ­სემ სინ­ჰი სა­კუ­თარ სტილს ამ­ჯე­რა­დაც არ ღა­ლა­ტობს, თუმ­ცა სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ფე­რე­ბი­თა და ეს­თე­ტი­კით გა­მო­ხა­ტავს.

“უკ­ვ­დავ­ნი” თე­ზევ­სის (ჰენ­რი კა­ვი­ლი, სუ­პერ­მე­ნის რო­ლის ახა­ლი შემ­ს­რუ­ლე­ბე­ლი ზაკ სნა­ი­დე­რის “ფო­ლა­დის ადა­მი­ან­ში”) ის­ტო­რი­ის ეკ­რა­ნი­ზა­ცია გახ­ლავთ: მე­ფე ჰი­პე­რი­ო­ნი (მი­კი რურ­კი) ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­სა და ღმერ­თე­ბის და­ცე­მას გა­ნიზ­რა­ხავს, რის­თ­ვი­საც ტი­ტა­ნებს ათას­წ­ლო­ვა­ნი ძი­ლის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს და სა­კუ­თარ არ­მი­ას­თან აერ­თი­ა­ნებს. ჰი­პე­რი­ონს თე­ზევ­სი და ღმერ­თე­ბი ერ­თად უპი­რის­პირ­დე­ბი­ან და მას­შ­ტა­ბუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბაც იწყე­ბა, რა­საც ტარ­სემ სინ­ჰი იმ­დე­ნად ლა­მა­ზად აღ­წერს, გირ­ჩევთ, ეს ფილ­მი არ გა­მო­ტო­ვოთ.

 

წყარო: 24saati.ge