loading...

«

»

თებ 10

პირველად საქართველოში – უსადენო ინტერნეტსტანდარტი HSPA+ მაგთიკომისგან

HSPA+ სტანდარტის ქსელი საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ მობილური ინტერნეტით 21 მეგაბიტამდე წამში სიჩქარით.
HSPA+ სტანდარტის მხარდაჭერა თითქმის ყველა თანამედროვე მობილურ ტელეფონს აქვს, ამიტომ მომხმარებელს არ სჭირდება რაიმე დამატებითი ქმედების განხორციელება, ასეთი ტელეფონი ავტომატურად გამოიყენებს HSPA+ ქსელს, როგორც კი მისი დაფარვის არეში მოხვდება. პირველ ეტაპზე HSPA+ სტანდარტის ქსელით სარგებლობა შესაძლებელი იქნება თბილისში და მის შემოგარენში, 2012 წლის განმავლობაში კი ეტაპობრივად დაიფარება საქართველოს ყველა დანარჩენი დასახლებული პუნქტი.

კიდევ ერთი სიახლე მათთვის, ვისაც ინტერნეტი მუდმივად სჭირდება – სახლში, აგარაკზე, გზაში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას – მაგთიკომი წარმოგიდგენთ ახალ უსადენო ორსიხშირიან, უნიკალური ფუნქციის მქონე მოდემს, რომელსაც შეუძლია იმუშავოს HSPA+ და EVDO ქსელებში

ეს მოდემი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნებისმიერ წერტილში, სადაც მაგთიკომის სიგნალი ვრცელდება, ისარგებლოს უსადენო ინტერნეტით და დროის მოცემულ მომენტში ავტომატურად გამოიყენოს ის ქსელი, რომელიც ნაკლებად არის დატვირთული. სწორედ ამის შედეგად ორსიხშირიანი მოდემის მომხმარებელს გარანტირებული აქვს კავშირის საუკეთესო სიჩქარე. 

წყარო:magticom.ge