loading...

«

»

მარ 16

სიყ­ვა­რუ­ლი წმინ­და ქა­ლაქ­ში

 ემა­ნუ­ელ ბენ­ბა­ის “სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლა­ქებს” იერუ­სა­ლი­მი და­ე­მა­ტე­ბა

ცნო­ბი­ლი ფრენ­ჩა­ი­ზის ფარ­გ­ლებ­ში, რო­მელ­თა შო­რის სულ ცო­ტა ხნის წინ თბი­ლი­სიც მოხ­ვ­და, მხატ­ვ­რულ ნო­ვე­ლებს წმინ­და ქა­ლა­ქის, იერუ­სა­ლი­მის შე­სა­ხებ ათ­ზე მე­ტი რე­ჟი­სო­რი გა­და­ი­ღებს. მათ შო­რის არი­ან კი­ნო­ინ­დუს­ტ­რი­ის ისე­თი ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა ლო­უ­რენს კაზ­და­ნი, ჯე­რი ცუ­კე­რი, ბრედ სილ­ბერ­ლინ­გი და სხვა.

ორი­ო­დე კვი­რის წინ, ჩვე­ნი ქა­ლა­ქი სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლემ აალა­პა­რა­კა – თბი­ლის­ში ჟან რე­ნო, სო­ფი მარ­სო, ოდ­რი ტა­ტუ, მალ­კოლმ მაკ­და­უ­ე­ლი და სხვა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი ჩა­მო­დი­ან… საქ­მე ახალ ქარ­თულ მხატ­ვ­რულ ფილმს ეხე­ბა, სა­ვა­რა­უ­დო სა­ხელ­წო­დე­ბით “ვა­რი­ა­ცი­ე­ბი თბი­ლი­სის თე­მა­ზე”, რომ­ლის შექ­მ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ქარ­თულ­მა კომ­პა­ნია “იბე­რია ფიქ­ჩერ­ზ­მა”კერ კი­დევ წი­ნა წლის აგ­ვის­ტო­ში და­იწყო. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფილ­მ­ში სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბის ქარ­თ­ველ რე­ჟი­სო­რებ­თან ერ­თად, ამე­რი­კე­ლი და ფრან­გი რე­ჟი­სო­რე­ბიც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. 16 რე­ჟი­სო­რის ამ­დე­ნი­ვე ნო­ვე­ლის­გან შექ­მ­ნილ სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მ­ში ჩვე­ნი ქა­ლა­ქის ყვე­ლა ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა უნ­და მოხ­ვ­დეს. მოკ­ლედ, ეს იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე კი­ნოპ­რო­დუქ­ტი, რო­გო­რი­ცაა “პა­რი­ზო, მე შენ მიყ­ვარ­ხარ” და “ნიუ იორ­კო, მე შენ მიყ­ვარ­ხარ”. გა­და­ღე­ბე­ბი თბი­ლის­ში 25 მარ­ტის შემ­დეგ და­იწყე­ბა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად იერუ­სა­ლიმ­ზე ფილ­მის შე­სა­ხებ მო­გითხ­რობთ.

“უერუ­სა­ლი­მო, მე შენ მიყ­ვარ­ხარ” სი­ყა­რუ­ლის თე­მა­ზე შექ­მ­ნილ 10 მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან ნო­ვე­ლას გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. თი­თო­ე­უ­ლი მა­თაგ­ნი 5-7 წუთს გას­ტანს და წმინ­და ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ ცალ­კე­უ­ლი რე­ჟი­სო­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ ხედ­ვას ასა­ხავს.

“პირ­ვე­ლი ფილ­მი პა­რიზ­ზე გა­და­ვი­ღეთ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სიყ­ვა­რულ­ზე იყო, მომ­დევ­ნო ქა­ლა­ქის, ნიუ-იორ­კის შე­სა­ხებ შექ­მ­ნი­ლი ფილ­მის ში­ნა­არ­ს­ში კი რო­მან­ტი­კუ­ლი ხა­ზი ადა­მი­ა­ნურ­მა ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა ჩა­ა­ნაც­ვ­ლა. ის­რა­ე­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში, რა თქმა უნ­და, სიყ­ვა­რულს გვერდს ვერ ავუვ­ლი­დით, თუმ­ცა მას­ში დი­დი აქ­ცენ­ტი სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე იქ­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე მე­ტად აახ­ლო­ებს. გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით პო­ლი­ტი­კურ ხედ­ვა­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბის შემ­თხ­ვე­ვი­სა, რე­ლი­გი­ურ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბებს ერ­თ­მა­ნეთ­თან გა­ცი­ლე­ბით მე­ტი სა­ერ­თო აქვთ.” – აღ­ნიშ­ნა ემა­ნუ­ელ ბენ­ბა­იმ “ჰო­ლი­ვუდ რე­პორ­ტერ­თან” სა­უბ­რი­სას.

ფილ­მი­სათ­ვის წმინ­და ქა­ლა­ქის შე­სა­ხებ, რე­ჟი­სო­რე­ბის თავ­მოყ­რა თით­ქ­მის დას­რუ­ლე­ბუ­ლია, გა­და­ღე­ბე­ბი იერუ­სა­ლიმ­ში მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მა­ზე იგეგ­მე­ბა, გა­ქი­რა­ვე­ბა­ში კი ფილ­მი 2013 წელს გა­მო­ვა. ის­რა­ე­ლის დე­და­ქა­ლა­ქის გარ­და, ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რის ყუ­რადღე­ბის ცენ­ტ­რ­ში შან­ხაი, რიო დე ჟა­ნე­ი­რო და ბერ­ლი­ნიც მო­ექ­ც­ნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ემა­ნუ­ელ ბენ­ბაი ახ­ლა სწო­რედ ჩი­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა და “შან­ხაი, მე შენ მიყ­ვარ­ხა­რის” შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს ად­გი­ლობ­რივ რე­ჟი­სო­რებ­თან აწარ­მო­ებს. ამა­სო­ბა­ში პრო­დი­უ­სე­რი ჯო­შუა სკურ­ლა დროს არ კარ­გავს და მი­სე­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სათ­ვის რი­ოს ამ­ზა­დებს. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ამა­ში კი ეჭ­ვი არა­ვის ეპა­რე­ბა, ფრენ­ჩა­ი­ზი ბრა­ზი­ლი­ის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­დი ქა­ლა­ქის, ცეცხ­ლო­ვა­ნი რიო დე ჟა­ნე­ი­როს შე­სა­ხებ შექ­მ­ნი­ლი ფილ­მით გამ­დიდ­რ­დე­ბა. “სიყ­ვა­რუ­ლის ქა­ლა­ქე­ბის” ეს ვერ­სია სა­ინ­ტე­რე­სო იმი­თაც იქ­ნე­ბა, რომ ის სა­ვა­რა­უ­დოდ, რი­ო­ში და­გეგ­მი­ლი 2016 წლის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი­სათ­ვის მზა­დე­ბა­საც ასა­ხავს.

“ჰო­ლი­ვუდ რე­პორ­ტერ­თან” სა­უბ­რი­სას ბენ­ბა­იმ ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ გა­დაწყ­ვე­ტი­ლი აქვს ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სო­რებს მე­ტი შან­სი მის­ცეს. “არ მინ­და, მხო­ლოდ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან მუ­შა­ო­ბით შე­მო­ვი­ფარ­გ­ლო. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ახა­გაზ­რ­და ხე­ლო­ვა­ნე­ბი­სათ­ვის მსგავს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მივ­ცეთ. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ინ­დუს­ტ­რი­ა­ში წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა”, – თქვა მან. ჟურ­ნა­ლის­ტის კითხ­ვა­ზე კი, დას­რულ­დე­ბა თუ არა ოდეს­მე ფილ­მე­ბის ეს სე­რია, ბენ­ბა­იმ უპა­სუ­ხა – “ჯერ ჩვე­ნი სიტყ­ვა ნათ­ქ­ვა­მი არ გვაქვს, მსოფ­ლი­ო­ში ბევ­რი ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქი არ­სე­ბობს”.

ავტორი: ირი­ნა და­ვი­თაშ­ვი­ლი

წყარო: 24saati.ge