loading...

«

»

დეკ 03

როგორ ამზადებენ პირად მცველ გოგონებს ჩინეთში

უკანასკნელ წლებში ჩინეთში პირადი მცველების მომსახურებაზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. თუ ადრე ეს პროფესია ითვლებოდა მამაკაცის პროფესიად, ამჟამად ეს ასე აღარ არის, ვინაიდან აღნიშნულ პროფესიას სუსტი სქესის წარმომადგენლებიც საკმაოდ აქტიურად ითვისებენ. “ჩინგისის უსაფრთხოების აკადემია”–ში აღსაზრდელებს ასწავლიან მეურვეობის ქვეშ მყოფის დაცვას სპეციალური დანიშნულების რაზმის სტილში. სწავლების საკმაოდ მძიმე და რთული კურსი, რომლის გავლაც აუცილებელია, მოიცავს საბრძოლო ხელოვნების, გადარჩენის ტექნიკისა და კლიენტის დაცვის შესწავლას მოულოდნელი თავდასხმის დროს.

პირადი მცველის მოსამზადებელი ინტენსიური ვარჯიში 8–10 თვე მიმდინარეობს. აღნიშნული კურსის დასრულების შემდგომ ყველაზე წარმატებულები ისრაელის საერთაშორისო უსაფრთხოების აკადემიაში განაგრძობენ სწავლებას.

მისაღებ კურსებზე გოგონები საკმაოდ მკაცრად შეირჩევიან და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ სწავლების საშუალება. ვარჯიშის პროცესი ძალიან მოგვაგონებს ცნობილ ჰონკონგურ ფილმს “შიშველი იარაღი”, რომელშიც იზოლირებულ ტერიტორიაზე ორგანიზებული იყო ელიტარული მკვლელი ქალბატონების მომზადება. ფილმში გადარჩენილი გოგონები სასიკვდილო შერჩევის შემდგომ საშიში იარაღები ხდებოდნენ.

სწავლების პერიოდში დატვირთვას ყოველი გოგონა როდი უძლებს. სამაგიეროდ წარმატებულად გავლილი კურსის შემდგომ მათ საკმაოდ მაღალანაზღაურებადი სამსახური ელით პირადი მცველის თანამდებობაზე. ამჟამად ასეთი წვრთნა შესანიშნავ ტროპიკულ კუნძულ ჰაინანზე, ქალაქ სანიაში მიმდინარეობს. საბრძოლო–მოსამზადებელი კურსები ორგანიზებულია კომპანია «Tianjiao Special Guard/Security Consultant Ltd.» მიერ.