loading...

«

»

იან 13

რა სარგებლობა მოაქვს სტაფილოს

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანები სტაფილოს საკვებად უკვე 4 ათასი წელია რაც იყენებ. წვნიანი და ტკბილი სტაფილო ადამიანმა მრავალსაუკუნოვანი ნაყოფიერი შრომის შედეგად მიიღო. სტაფილოს სხვადასხვა ფორმა და ფერი აქვს. მაგალითად, აფრიკის ზოგიერთ რაიონსა და აზიაში, ის მუქი იასამნისფერია, თითქმის შავი, შუა აზიაში – ყვითელი. თეთრი სტაფილოც კი არსებობს. იაპონიასა და ჩინეთში თითქმის 1 მეტრი სიგრძის სტაფილოც კი მოყავთ. ჩვენ, ძირითადად, ნარინჯისფერ ე.წ. სტაფილოსფერ სტაფილოს ვიყენებთ.

შუა საუკუნებში სტაფილო ჯუჯების საყვარელ საკვებად მიაჩნდათ. ჯუჯები ხომ მიწისქვეშა საგანძურის მცველები იყვნენ. იმასაც კი ამბობდნენ, რომ თუ საღამოს ტყეში მოხარშულ სტაფილოს მიიტანდი, დილით, იმ ადგილას ოქროს ზოდი დაგხვდებოდა. ასე გამოხატავდნენ ჯუჯები მადლიერებას ნუგბარისათვის.

საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს სჯეროდათ სტაფილოს სამკურნალო თვისებების. შუასაუკუნეებში სტაფილოს წვენს იყნებდნენ ყელ-ყურის, გულისა და ღვიძლის სამკურნალოდ.

 სტაფილოს სიმდიდრე კაროტინის მაღალი შემცველობაა. კაროტინი ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება – ე.წ. ზრდის ვიტამინად. A ვიტამინის ნაკლებობა ბავშვებში იწვევს ზრდის შეჩერებას, ეს ვიტამინი ასევე აუცილებელია ჯანმრთელი კანისათვის, მხედველობისთვის. ამ მხრივ სტაფილოს წვენი ძალიან სასარგებლოა. 100 გრამი ნატურალური წვენი 7,2 მგ კაროტინს შეიცავს.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ადამიანის ორგანიზმი კაროტინს უკეთესად შეითვისებს, თუ სტაფილოს ცოტაოდენ კარაქს ან არაჟანს მივაყოლებთ, მაგალითად სტაფილოს წვენთან ერთად მიირთვით პატარა ნაჭერი შავი პური კარაქით.

კაროტინის გარდა, სტაფილო  მდიდარია შაქრის შემცველობით.

სტაფილო სასრგებლოა ანემიის დროს, რადგან შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც აუცილებელია სისხლში წითელი სხეულების წარმოსაქმნელად. სტაფილოში არსებული კალიუმის მარილი აუცილებელია თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.

როგორც ხედავთ, სტაფილოს ნამდვილად აქვს უამრავი სასარგებლო თვისება. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს უმი სტაფილოს გამოყენებით.

სტაფილოს სალათი: საღამოს გავხეხოთ სტაფილო,  დავუმატოთ 4-6 ლებანი ნიგოზი, დილით კი მოვასხათ მაიონეზი ან არაჟანი. სალათი მიირთვით საუზმეზე. შეგიძლიათ სამსახურშიც წაიღოთ და შუადღისას წაიხემსოთ.

სტაფილოს სალათი ვაშლით: სტაფილო გავხეხოთ წვრილ სახეხზე, უფრო მსხვილ სახეხზე კი გავხეხოთ გაუთლელი ვაშლი. დავუმატოთ ცოტა ლიმონის წვენი და თაფლი, შემდეგ კი არაჟანი და ან ნაღები.

ბუტერბროდი სტაფილოთი: წვრილად გახეხილ სტაფილოს დავამატოთ პირშუშხა და სქელი მაიონეზი. შემდეგ წავუსვათ შავ პურზე. გამზადებულ ბუტერბროდს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში და კამა.

 

წყარო: mediamall.ge