loading...

«

»

მარ 05

სკუტერი – Zero Vespa Segway

Vespa–ს სტილში შესრულებული უჩვეულო სკუტერი – “Zero Vespa Segway”, რომლის ამსახველ ფოტოებსაც ამჯერად გთავაზობთ, ესპანური კომპანია – Bel & Bel–ის მიერაა შემუშავებული.

ეს პატარა 2–ბორბლიანი სიახლე ყველა იმ ფუნქციითაა აღჭურვილი, რითაც ნებისმიერი ჩვეულებრივი – Segway, თუმცა მისი გარეგნული მხარე შესაძლებლობას იძლევა იმისა, რომ სტანდარტულ მოდელთან შედარებით, იგი წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს.

18 ცხ. ძალით უზრუნველყოფილ – Zero Vespa Segway–ს ხელეწიფება საათში 12.4 მილის (20 კმ/სთ–ის) განვითარება და ასევე 180 კგ. ტვირთის ტარება. ფაქტიურად, ეს გახლავთ მოკლე დისტანციაზე გადასაადგილებელი უნივერსალური საშუალება, რაც მას ქალაქის ყოველდღიურობისთვის იდეალურად მისასადაგებელს ხდის. რაც შეეხება მის საფასურს, იგი 2 899 ევროს შეადგენს.

თუ შემთხვევით არ გახსოვთ, როგორ მუშაობს – Segway, შეგახსენებთ, რომ იგი ორ ელექტრონულ ბატარეაზე მართვადი ბორბლითა და ჰიდროსკოპული სტაბილიზაციის სისტემით იმართება. ნებისმიერი – Zero Vespa Segway ხელით იწყობა და შესაძლებელია დაექვემდებაროს მომხმარებლის ამა თუ იმ მოთხოვნას, რაც მდგომარეობს მის შეფერილობაში, კომპანიის ლოგოტიპსა თუ მორთულობაში.

წყარო: journal.top100.ge