loading...

«

»

ოქტ 01

SVOYA Studio – ცოცხალი ინტერიერი

SVOYA Studio–ს წევრებმა იზრუნეს აპრატამენტის ინტერიერის კეთილმოწყობაზე, რომელიც უკრაინის ქ. დნეპროპეტროვსკში, მდინარე დნეპრის სანაპირო ზოლზე მდებარეობს. აპარტამენტის თანამედროვე ინტერიერის ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობაა ცოცხალ მცენარეთა ვერტიკალური პანელებით შექმნილი კედლები, რომლებიც შესანიშნავად ერწყმის ერგონომიულ სივრცეებს.

 

 

 

 

 

 

 

 

კომფორტული საცხოვრებელი ლოგიკურ ზონებად იყოფა, სადაც კაბინეტი, სასტუმრო, საძინებელი, სამზარეულო და სააბაზანო ოთახებია. დიზაინერებმა ასევე იზრუნეს ნაგებობის სხვენის კეთილმოწყობაზეც.

მართალია საინტერესო, თუმცა იმავდროულად ყველაზე რთული აღმოჩნდა ვერტიკალური გამწვანების საინჟინრო პრობლემა, რომელიც თვითმომსახურეობის სრული ციკლით უნდა უზრუნველყოთ. თუმცა საბოლოოდ ეს პრობლემა დადებითად გადაწყდა.

მცენარეთა მწვანე კედლებით აღჭურვილი საცხოვრებლის პანორამული ფანჯრებიდან მდ. დნეპრის სანაპირო ზოლის მომხიბვლელი ხედები მოსჩანს, რაც დიზაინერებმა სპეციალურად შეუხამეს ვერტიკალური გამწვანების კონცეპტუალური ოაზისის თანმხლებად. მათ სწორედ ფანჯრებს მისცეს ერთგვარი პორტალის დატვირთვა, რომელიც მწვანით მოსილ მყუდრო საცხოვრებელს მაგაპოლისთან აკავშირებს.

უკრაინული დიზაინერული სტუდია – SVOYA Studio.
დიზაინერები: Denis Sokolov–ი, Valeria Sokolova, Tatyana Lazovaya, Julia Martinenko, Artem Martinenko.

ფოტოგრაფი – Tanya Kovalenko.

 

წყარო: journal.top100.ge