loading...

«

»

იან 10

ბილ გეითსმა ადამიანის ფეკალური მასისგან მიღებული წყალი დალია

დღევანდელ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში უამრავი პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. მაგალითად, აფრიკის გაჭირვებული ქვეყნების უმრავლესობა სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის. ზოგიერთ ადგილას წყლის მოცულობა იმდენად მცირეა, რომ ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის სითხის მიღება და პირადი ჰიგიენური მოთხოვნილებების დაცვაც კი შეუძლებელია.

როგორც ცნობილია, ადამიანის სიცოცხლე წყალზეა დამოკიდებული. მითუმეტეს, რომ ადამიანის ორგანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ წყლისგან შედგება.

მსოფლიოს უამრავ კუთხეში წყლის დეფიციტის გადასაჭრელად პროექტ Omnipricessor–ის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს შეექმნათ რევოლუციური, სპეციალური მოწყობილობა. საუბარია უზარმაზარ ხელსაწყოზე, რომელიც ფეკალიებს სუფთა სასმელად წყლად გადაამუშავებს და ამასთან, ელექტროენერგიის წყაროს შექმნის. პროექტს გეიტსი, კომპანია Janicki Bioenergy-სთან ერთად აფინანსებს.

სისტემა Omnipricessor სპეციალურ რეზერვუარში აგროვებს ფეკალურ მასებს, რის შემდეგადაც ხდება წყლის აორთქლება, აორთქლებული მასა გადის გაწმენდისა და დეზინფექციის რამოდენიმე დონეს. და ეს ყველაფერი არ არის. საქმე იმაშია, რომ დარჩენილ მასას Omnipricessor გარდაქმნის ელექტროგენერატორების ფუნქციონირებისათვის საჭირო საწვავად. სტატისტიკური გათვლების მიხედვით 100 ათასი ადამიანის ფეკალური მასა იძლევა 86 ათასი ლიტრი სასმელი წყლისა და 250 კილოვატი ელექტროენერგიის მიღების საშუალებას.

“მე ვაკვირდებოდი ფეკალური მასები თუ როგორ იყრებოდა დიდ რეზერვუარში, სადაც გაწმენდის პროცესი მიმდინარეობდა: აორთქლებით წყალი გამოიყოფოდა, შემდგომ მუშავდებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი მე შევძელი მიღებული შედეგის შეფასება: სუფთა გემრიელი წყლით სავსე ჭიქის სახით.” – ბილ გეითსი.

თუკი ეს პროექტი გაამართლებს,  იმ ადამიანების ცხოვრება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რომლებიც ყოვედლღიურად სუფთა სასმელი წყალის დეფიციტს განიცდიან.