loading...

«

»

ნოე 28

განახლებადი წყაროებით მიღებული ელექტროენერგიის ახალი რეკორდი

პატარა ქვეყანამ ხუთ მილიონიანი მოსახლეობით 300 დღის მანძილზე შეძლო ეარსება მხოლოდ განახლებადი წყაროებით მიღებული ელექტროენერგიით. წინა რეკორდი კოსტა-რიკამ 2015 წელს დაამყარა, რომლის დროსაც 299 დღის განმავლობაში მოიპოვებდა და მოიხმარდა ასეთი სახით მიღებულ ელ.ენერგიას.

ყველაზე მეტ ენერგიას, მთლიანად მიღებული ენერგიის თითქმის 78 პროცენტს ქვეყანა ჰიდროენერგეტიკიდან მოიპოვებს. შემდეგ მოდის ქარის ენერგია – რომლის წილიც დაახლოებით 10 პროცენტია. თითქმის ამდენივე პროცენტი მიიღება გეოთერმული წყაროებით.

ქვეყანა ჯერ-ჯერობით სრულიად უარს ვერ იტყვის წიაღისეული სახის საწვავზე, ვინაიდან წლის დანარჩენ დღეებში სწორედ მათ იყენებს. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებები დიზელსა და ბენზინზე მუშაობენ, ხოლო საკვების მოსამზადებლად და სახლების გასათბობად ხშირ შემთხვევაში იყენებენ გაზს.

ბაზრის განვითარების კვალდაკვალ ქვეყანაში უკვე დაიწყო ელექტრომობილების გამოჩენა. დროთა განმავლობაში უკვე შესაძლებელი იქნება, რომ გათბობისა და საჭმლის მოსამზადებლად სწორედ ელექტრო ენერგია იქნას გამოყენებული. განახლებადი ენერგიის განყოფილების უფროსი დარწმუნებულია, რომ მომავალში კოსტა-რიკა კვლავაც გააგრძელებს ექსპერიმენტებს ამ მიმართულებით და საბოლოოდ უარს იტყვის ქვეყანა წიაღისეული სახის საწვავზე.