აინშტაინი
1879 წლის 14 მარტი დიდი დღეა თანამედოვე პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისა და მეცნიერებისათვის. სწორეს ამ დღეს დაიბადა გამოჩენილი და დიდი გენიოსი ფიზიკის დარგში ალბერტ აინშტაინი გერმანიის ერთ-ერთ ქალაქ ულმში. მოვალში საქვეყნოდ ცნობილი გენიოსის მშობლები იყვნენ: მამა, გერმან აინშტაინი,რომელიც ძალზედ ნიჭიერი იყო მათემატიკაში და დედა-პაულინა კოხი-შესანიშნავი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მდიდარი შტუდგარდელი ვაჭრის შვილი. აინშტაინის ბიოგრაფები თვლიან, რომ მათემატიკის ნიჭი მან მამისგან მიიღო,ხოლო მუსიკის დედისგან. გერმანი არც თუ ისე იღბლიანი იყო,არ უმართლებდა ბიზნესში, რის გამოც ოჯახს მატერიალური პრობლემები აწუხებდა.
ალბერტი იყო წყნარი, გულჩათხრობილი ბავშვი. ლაპარაკობდა იშვიათად, დინჯად და დაფიქრებით. ხანდახან უჭირდა კიდეც აზრის გადმოცემა რის გამოც მშობლებს ეშინოდათ არ გამხდარიყო მუნჯი. მისი ასეთი ხასიათი გამართლებულია ყოველ მხრივ, რადგან იმდროიდანვე ვითარდებოდა მისი ინტელექტი რამაც მომავალში მოგვცა ფარდობითობის თეორია და ფოტელექტრული ეფექტის კანონი. ის იყო უსაზღვროდ ცნობისმოყვარე და ცდილობდა ჩაწვდომოდა ყველა საგნის არსს. ყოველთვის ერჩივნა წიგნების კითხვა თანატოლებთან თამაშსს. ის იყო ძალზედ სამართლიანი. ვერ იტანდა უსამართლობასა და ადამიანთა ჩაგვრას.
Read the rest of this entry »