ჟურნალმა National Geographic-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისათვის ყველაზე საინტერესო ადილების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
Category Archive: საქართველო
ივნ 03
ქართული ღვინის 9 სახეობა
საქართველო უძველესი დროიდან მოიაზრება ღვინის სამშობლოდ და ღვინის დამზადების დიდი ტრადიციების მქონე ქვეყანად. ქართული ღვინის ხარისხი განსხვავდება მსოფლიოში აღიარებული ბრენდებისაგან, რასაც განაპირობებს რელიეფი, კარგი კლიმატი, მიწა, ყურძნის მრავალი ჯიშის არსებობა და საქმის კარგი ცოდნა, რითაც საქართველომ უკვე მსოფლიოშიც გაითქვა სახელი. ამჯერად კი ქართული ღვინის რამდენიმე ნაირსახეობას წარმოგიდგენთ:
ოქტ 20
ლუდი საქართველოს მთის წმინდა სასმელი
ვერცხლის თრიალეთური თასი ე.წ. უნაკერო ნაკეთობაა, ჩარხზე ერთი მთლიანი ფურცლისგან არის დამზადებული და ამ მხრივაც უნიკალურია. ბრტყელძირა და მუცელფართო სასმისი ორ ნაწილადაა გაყოფილი. დაბალ ფრიზზე დედალ-მამალი ცხრა ფურირემი განაყოფიერების საერთო მინიშნებით ერთი მხრისკენ მიემართება. ზემოთ, მეორე ფრიზზე ოცდაორი ნიღბიანი მამაკაცია, ხელში მაღალი თასებით უფროსი ღვთაებისკენ მიმავალნი. მათ მოკლე ქულაჯები და ჭვინტიანი ფეხსაცმელი აცვიათ – ხეთური ხელოვნების ძეგლებზე გამოსახული ფიგურების მსგავსად. ნიღბები ოსირისის დღესასწაულის წარმმართველ ქურუმთა ცხოველის ნიღბებს წააგავს. უფროსი ღვთაება სავარძელში ზის და მასაც ხელში მაღალი თასი უჭირავს. მის წინ დიდი ფეხიანი ჭურჭელია, ხოლო ჭურჭლის იქით და აქეთ სამსხვერპლო ცხოველები. ღვთაების უკან სიცოცხლის ხეა – ყველა დროის ხალხთა უნივერსალური სიმბოლო…
ოქტ 02
რემა ჟვანია: “ზურას მკვლელობაში სააკაშვილისთვის ძვირფასი ადამიანია გარეული”
“ფირს ნამდვილად ვერ ვნახავ, მაგრამ უნდა ვიცოდე, ვინ არის მკვლელი”
“თავისა და კეფის არეში, ასევე კისრიდან მუცლის ღრუს ჩათვლით, ცხედარი გაჭრილი იყო”
გასულ კვირას, გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის დედამ, რემა ჟვანიამ, ზურაბ ჟვანიას ყოფილ თანაპარტიელებს თანამდებობების დატოვებისკენ მოუწოდა. “თქვენ არ შეასრულეთ ხალხის ნდობა, ღირსეულად მაინც წადით!” – უთხრა მან ხელისუფლებაში მყოფ ყველა იმ პირს, რომლებიც თავს ისევ ზურაბ ჟვანიას მეგობრებად მიიჩნევენ. წლებია, ქალბატონი რემა ჟურნალისტებთან შეხვედრას ერიდება. თუმცა, ამჯერად “კვირის პალიტრისთვის” გამონაკლისი დაუშვა. გთავაზობთ ზურაბ ჟვანიას დედასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს, სადაც ის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებზე ლაპარაკობს. ქალბატონ რემას სწორედ მაშინ შევხვდით, როცა საზოგადოება ჟვანიას სიკვდილის გარემოებათა ამსახველი სკანდალური ვიდეოჩანაწერის მოლოდინში იყო (მედიაში გავრცელდა, რომ ჩანაწერს საზოგადოება უახლოეს ხანში ნახავს). ქალბატონი რემა ამ დღეს ძალიან ღელავდა:
სექ 20
მთელი ქვეყანა შოკშია…
“მიმიფურთხებია ყველა პრფესიისთვის რომელიც ადამიანობაზე წინ დგას!””როცა რიგითი პოლიციელი რამე უკანონობას სჩადის, ეს მთელი ქვეყნისთვისაა ცნობილი, და როცა მისი მინისტრი ზომებს არ იღებს, მაშინ ეს მინისტრი ისეთივე ნაძირალაა, როგორც ის პოლიციელი! და როცა მინისტრი ამას არ აკეთებს და პრეზიდენტი ამის გამო მას არ ათავისუფლებს პოსტიდან _ მაშინ პრეზიდენტიც ნაძირალაა!”
მიხეილ სააკაშვილი.
ბათუმი. 2003 წელი
სასჯელაღსრულების სისიტემაში, კერძოდ გლდანის მე-8 დაწესებულებაში მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ მთელი ქვეყანა შოკშია…
ვერაფერს ახალს და უფრო ემოციურს ვერ ვიტყვი, ვერც დავწერ… ახლა ემოციებითა და ტანჯვით სავსეა უკლებლივ ყველა, ვინც ეს შემზარავი კადრები ნახა… ამჯერად მხოლოდ კითხვებს დავსვამ.