მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ინგლისის საფეხბურო მატჩის დროს ვიდეორეფერის გამოიყენებენ. ამ ტექნოლოგიას დიდ ბრიტანეთში პირველად გამოიყენებენ.
Category Archive: სპორტი
დეკ 10
როგორ იცვლებოდა ფეხბურთის ბურთი 1930 წლიდან 2014 წლამდე
საინტერესოა რით თამაშობდნენ ფეხბურთს წლების წინ, როგორ იტანდნენ ყველაზე მნიშვნელოვან გოლებს და როგორ იცვლებოდა მსოფლიო ჩემპიონატების ბურთების დიზაინი 1930 წლიდან დღემდე.
ურუგვაი, 1930
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში გახლდათ 2:1. ამასთანავე დიდი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ გუნდები პირველ ტაიმს არგენტინაში დამზადებული ბურთის მოდელის Tiento-თი ითამაშებდნენ.
თებ 23
ალფრედო დი სტეფანო ( პირველი ნაწილი)
ფეხბურთის უამრავი ქომაგი ალფრედო დი სტეფანოს პლანეტის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს და ერთი შეხედვით გასაკვირია- თუ პელემ, კრუიფმა, მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გაიბრწყინეს, დი სტეფანოს არასდროს უასპარეზია მუნდიალზე. მეორეს მხრივ, ალფრედო დი სტეფანოს თამაში იდეალური ნაზავი გახლდათ ფილიგრანული ტექნიკის და გუნდური თამაშის პრინციპების ერთგულების. დი სტეფანო წლების განმავლობაში მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდის, მადრიდის “რეალის” ლიდერი გახლდათ, ამიტომაც ფეხბურთის მილიონობით ქომაგის აღიარება ლოგიკურადაც კი გამოიყურება.
ოქტ 28
ჩოგბურთის სექსხმოვანება

მთელი ეს წამოკივლებები იმდენად უხამსია, რომ არ იცი, სად დაიმალო. როდესაც ტურნირი ტელევიზიით გადაიცემა, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს შემთხვევით პორნოარხზე გადართე.
…რამე მოუხერხეთ ამ ჰარპიებს. მაგალითად, პირზე ააკარით პლასტირი, რომ ისე აღარ ყვიროდნენ, როგორც ეს პორნოფილმებშია.
მსგავსი უკმაყოფილებები ხშირად ისმის იმათი მხრიდან, ვინც ქალთა ჩოგბურთს ადევნებს თვალყურს. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციას (WTA) ჩოგბურთელების წინააღმდეგ გალაშქრება და მათთვის ერთგვარი შეზღუდვების დაწესებაც განუზრახავს – რა ვქნათ, მაყურებელთა საყვედურს საყვედურზე ვისმენთო.
მარ 27
26 მარტი : საქართველო – ხორვატია (1:0)
ყველას გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას….
Uefa Euro 2012 Qualifying round
ინფორმაცი Uefa–ს ოფიციალურ ვებგვერდზე
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე.
მცველები: კახა კალაძე©, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა ალადაშვილი, გურამ კაშია, ლაშა სალუქვაძე, აკაკი ხუბუტია, ალექსანდრე ამისულაშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ხიდეშელი.
ნახევარმცველები: გოგიტა გოგუა, მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე გურული.
თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, რუსეთი, ლადო დვალიშვილი, მათე ვაწაძე, ოთარ მარცვალაძე.
ხორვატიის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ვედრან რუნიე, სტიპე პლეტიკოშა, დანიელ სუბაშიჩი.
მცველები: დარიო სრნა, დეიან ლოვრენი, იოსიპ შიმუნიჩი, დანიელ პრანიჩი, ივან სტრინიჩი, შიმე ვრსალკო, გორდონ შინდენფელდი, ვედრან ჩორლუკა.
ნახევარმცველები: ოგნიენ ვუკოევიჩი, ლუკა მოდრიჩი, ნიკო კრანჩარი, ივან რაკიტიჩი, ტომისლავ დუიმოვიჩი, მილან ბადელი, ივან პერიშიჩი, ივო ილიჩევიჩი.
თავდამსხმელები: ედუარდო, მლადენ პეტრიჩი, ნიკოლა კალინიჩი, ნიკიცა იელავიჩი.