loading...

Category Archive: სხვადასხვა

იან 10

სიკვდილმისჯილთა უკანასკნელი სადილი

ერთხელ ბრიტანელ მხატვარს ჯეიმს რეინოლდს ხელში ჩაუვარდა წიგნი ამერიკაში სიკვდილმისჯილ ადამიანებზე. სწორედ ამ წიგნმა შთააგონა იგი შეექმნა ფოტოსერია იმ უცნაურ სადილებზე, რომლებსაც ითხოვდნენ სასჯელის მოქმედებაში მოყვანის წინ დამნაშავეები.

ჯეიმს რეინოლდსმა ფოტოგადაღებების დროს შეარჩია ციხისთვის ტრადიციული ნარინჯისფერი ლანგარი და მეტნაკლებად უცნაური პროდექტები, რომლებიც მსჯავრდებულებმა სიკვდილის წინ მოიხოვეს. ასე მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეს ნებას რთავდნენ 40 დოლარის ფარგლებში ნებისმიერი პროდუქტი მოეთხოვა ვიქტორ ფეგერმა (შტატი აიოვა) 1963 წელს, რომელიც გასამართლებული იყო მკვლელობისათვის,  სასჯელის აღსრულებაში მოყვანამდე მხოლოდ ერთი მარცვალი ზეთის ხილი მოითხოვა. Read the rest of this entry »

დეკ 30

ქიშმიში როგორც სამკურნალო საშუალება

ქიშმიში რკინის ძირითადი წყაროა, რკინას კი როგორც ცნობილია ქსოვილებამდე ჟანგბადის მიტანა აკისრია. ნახევარი ჭიქა ქიშმიშის ენერგეტიკული ღირებულება 218 კილოკალორიაა, შეიცავს 3 გრამ ნახშირწყალს. ქიშმიშში შენარჩუნებულია ქორფა კენკრის ყველა სასარგებლო თვისება. ის შეგიძლიათ სამკურნალოდ წლის ნებისმიერ დროს გამოიყენოთ.

ვიტამინებიდან ქიშმიშში უხვადაა B1, B5, B6, B12, P, PP, C, მინერალებიდან – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა. ყურძნის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, შაქრებს (79,5-87,5%), აზოტოვან ნივთიერებებს (2,1-2,9%), ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს.

ქიშმიში – ეს არის კალიუმის, მაგნიუმისა და ნიკოტინის მჟავის (ზზ ვიტამინი) კონცენტრირებული წყარო, ამიტომ დღემდე გულ–სისხლძარღვთა დაავადებების შეუცვლელ სამკურნალო საშუალებად ითვლება. ამავე დროს ქიშმიში ნატურალური ანტიდეპრესანტია, რომელიც უძილობისა და სტრესის შედეგების დაძლევას ეხმარება. Read the rest of this entry »

დეკ 19

სანსარას ბორბალი

– გამარჯობა, უფალო.
– გამარჯობა. მითხარი, კმაყოფილი ხარ განვლილი ცხოვრებით?
– არც კი ვიცი რა გითხრა ღმერთო… როდესაც ცოცხალი ვიყავი კარგად ვგრძნობდი თავს. ვიპარავდი, ვძარცვავდი. ფული ყოველთვის მქონდა. ვცხოვრობდი მხიარულად და უზრუნველად, სანამ ადამიანებმა არ დამიჭირეს და ჩამომახრჩვეს. აი ახლა ვფიქრობ – ალბათ არასწორად ვცხოვრობდი და ვისურვებდი გამოსწორებას. უფალო არ დამსაჯო, მე არაფერში ვარ დამნაშავე, შენ თავად მიბოძე ასეთი ცხოვრება.
– მე არ დაგსჯი. მითხარი, ვინ გინდა იყო სხვა ცხოვრებაში?
– გამაჩინე უბრალო ადამიანად, რათა შევძლო საკუთარი შრომით საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენა.
– იყოს ისე როგორ გსურს. Read the rest of this entry »

დეკ 16

მინიატურული ნახატები თვალებზე

ებრაელი მხატვრის ტალ პელეგის ნამუშევრები თვალის უბრალო მაკიაჟის შესახებ წარმოდგენას ცვლის. მხოლოდ და მხოლოდ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით, ვიზაჟისტი თვალის მიდამოები ულამაზეს ზღაპრულ ილუსტრაციებს ჰქმნის.

“მუმინები”, “მძინარე მზეთუნახავი” და სხვა ზღაპრული პერსონაჟები ულამაზესად ერწყმის თვალებს. სამუშაო საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ მიღებული შედეგი ამად ნამდვილად ღირს. Read the rest of this entry »

დეკ 14

ტვინის მუშაობისათვის სასარგებლო პროდუქტები

ნებისმიერი ადამიანის რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც ტვინის მუშაობას სტიმულს მისცემენ და გონებრივ აქტივობასაც გაზრდის. მეცნიერებმა ასეთი პროდუქტების სია წარმოადგინეს.

პირველი ადგილი ცხიმიან თევზს უჭირავს, რომელიც ცხიმოვანი მჟავა ომეგა 3–ს შეიცავს. აღნიშნული ნივთიერება თავის ტვინის ე.წ რუხი ნივთიერებების გამომუშავებაში ეხმარება. მეცნიერები გვირჩევენ, რომ თევზი კვირაში 1–2 ჯერ ვჭამოთ. Read the rest of this entry »

დეკ 13

პროდუქციის ორიგინალური შესაფუთი საშუალებები

დღეს უამრავი კომპანია ცდილობს კლიენტებისათვის ახალი ინოვაციური პროდუქტისა თუ შეთავაზების მოფიქრებას, რაც აუცილებელიც კია  თანამედროვე დაუნდობელი კონკურენციის პირობებში წარმატების მისაღწევად. სიახლეში წარმოდგენილია ორიგინალური და უჩვეულო შეფუთვები, რაც პროდუქციის რეკლამირებასა და პოპულარიზაციას ემსახურება. Read the rest of this entry »